პოლიპი, ენდომეტრიოზი - გინეკოლოგია

კითხვა: მაქვს ენდომეტრიუმის პოლიპი,პოლიპოზი.გავიკეთე გამოფხეკა და გავაკეთეთ ციტოლოგიური კვლევა .კვლევამ აჩვენა ატიპიური უჯრედების გარეშე.6თვის შემდეგ კიდევ უნდა გავიმეოროთ იგივე პროცედურა .ეხლა ვღებულობ ნორკოლუტს 6 თვე.მაინტერესებს თქვენი აზრი რამდენად გამართლებულია მკურნალობის ეს მეთოდი და არის თუ არა მოგვარებადი.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელსაც ხაოს ან მსხლის ფორმა აქვს და ლორწოვან გარსს ფართო ძირით ან გრძელი ფეხით ეკვრის. ამასთან, რაც უფრო გრძელია ფეხი, მით უფრო იოლია მისი დანახვა.
რაც შეეხება ენდომეტრიოზს, ის არის ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადება.
ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი შრე, რომელიც ფარავს კუნთოვან შრეს.
არსებობს დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: ჰორმონული და ქირურგიული.
ჰორმონული მკურნალობა ძირითადად დაავადების საწყის სტადიაში ინიშნება.
ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდი გახლავთ – ლაპარასკოპია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის კერების ელექტროკოაგულაცია ხდება.
ვფიქრობთ, ამ ეტაპზე, დანიშნული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია.
უმჯობესია, მკურნალობასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა