ფილტვის ჰამარტომა

კითხვა: გამარჯობა, რა დაავადებაა ფილტვის ჰამარტომა და რამდენად საშიშია 69.წლის ქალბატონისთვის, როცა რაიმე ჩივილი არ აქვს და შემთხვევით იქნა რენტგენოლოგიურად აღმოჩენილი.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰამარტომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, ქსოვილის განვითარების ანომალია და ნელა, იმავე სიჩქარით იზრდება, როგორითაც მის გარშემო არსებული ქსოვილი. მისი შემადგენელი უჯრედების უმეტესობაც ისეთივეა, როგორიც ირგვლივ მდებარე ქსოვილებისა. უბრალოდ, ისინი არაორგანიზებულ მასად არიან ჩამოყალიბებულნი.
ჰამარტომა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჩნდება და უმეტესად არაფრით მჟღავნდება, თუ შემთხვევით არ აღმოაჩინეს, როგორც თქვენს შემთხვევაში.
მან შესაძლოა გამოიწვიოს: ეპილეფსია, ინტელექტის დაქვეითება, თირკმლების, ფილტვების, გულის დაზიანება.
სასურველია პაციენტმა კონსულტაცია ჩაიტაროს სპეციალისტთან.
ამ თვალსაზრისით, შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ფტიზიატრთან, რათა მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაიგეგმოს მკურნალობის შესაბამისი მეთოდი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა