კოლოიდური კვანძი

კითხვა: მიღებულ მასალაში ერითროციტების, კოლოიდური სუბსტანციის ფრაგმენტების და ფიბროზული სტრომის ელემენტების ფონზე ნანახია ფოლიკულური ეპითელიუმის მცირე კომპლექსები უჯრედული პოლიმორფიზმის გარეშე. დასკვნა: შეესაბამება კოლოიდური კვანძის სურათს. მაინტერესებს, ოპერაციას ესაჭიროება თუ არა?
პასუხი:

მოგესალმებით,
კოლოიდური კვანძი კლინიკურად ვლინდება როგორც დომინანტური კვანძი. ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია კაფსულა. ციტოლოგიურად, ჩვეულებრივ, სახეზეა ჭარბი კოლოიდი და ნორმალური ფოლიკულური უჯრედები.
მნიშვნელოვანია ექიმ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები, კვანძზე დაკვირვება და მისი ზომების შეფასება, რაც განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევებით ხდება.
კეთილთვისებიანი კვანძი ქირურგიულად შეიძლება ამოიკვეთოს თუ კვანძი დიდია და იწვევს კომპრესიულ სიმპტომებს – დისფაგიას, ხმის შეცვლას/ჩახლეჩას ან დისკომფორტს კისრის არეში.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკული კვლევები და ექიმი–ენდოკრინოლოგი შეგირჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა