კიდურის შეშუპება ოპერაციის შემდეგ

კითხვა: ჩემს მეუღლეს ოპერაცია გაუკეთდა 14 დღის წინ. ნაოპერაციევი ფეხი საკმაოდ შესიებული აქვს მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებით ბარძაყის არეში. ოპერაციის შემდეგ ქონდა ელასტიური ნახვევი, მაგრამ მოძვრა და შემდეგ ჩავაცვით ორთოპედიული წინდა. კოჭ-წვივის არეში დაიკლო შეშუპებამ, მაგრამ ბარძაყის მიდამო კვლავ რჩება შესიებული. ჯანმრთელ ფეხთან შედარებით გარშემოწერილობა 11 სმ-ით მეტია. გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ. ნაკერი ჯერ არ ამოგვიღია. გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მენჯ–ბარძაყის ენდოპროტეზირების შემდეგ ,კიდურის შეშუპება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა .თუმცა, როგორც მოგვითხრობთ ოპერაციის შემდეგ 14 დღეა გასული და ბარძაყზე შეშუპება ისევ მნიშვნელოვანია . ასეთ შემთხვევაში ,ეს რომ თქვენს სუბიექტურ შეხედულებას არ ეფუძნებოდეს და შეფასდეს პროფესიულად ,უმჯობესია გაგსინჯოთ მკურნალმა ექიმმა .
მხოლოდ მისი პრეროგატივაა განსაზღვროს რეაბილიტაციის პერიოდში მიმდინარე პროცესები ვადების და დინამიკის მიხედვით ,აღმოაჩინოს პათოლოგია ,ასეთის არსებობის შემთხვევაში და განსაზღვროს შემდგომი მოქმედების გეგმა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს და მიიღეთ მისგან ამომწურავი ინფორმაცია ,საჭიროების შემთხვევაში , შეგიძლიათ ჩვენც ჩაგვაყენოთ საქმის კურსში და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კვლავ ვეცდებით დაგეხმაროთ .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა