ესენციური ტრემორი, სახსრების ტკივილი, არტერიული ჰიპერტენზია

კითხვა: გამარჯობა ერთი შეკითხვა მაქვს დედაჩემისთვის თუ დამეხმარებით.არის 59წლის წლებია ხელის კანკალი აქვს და სახსრები აწუხებს სიარული უჭირს..ნევროპათოლოგთან დაგვყავს მაგრამ შედეგი არაფერია მაინტერესებს რა გამოკვლევებია საჭირო რომ ჩავუტაროთ.თავბრუსხვევებიც აწუხებს და წნევებიც.ოციდღისწინ გულიც კი წაუვიდა.გთხოვთ დამეხმაროთ.და თუ აუცილებელია სისხლძარღვების დოპლერის გადაღება?
პასუხი:

მოგესალმებით!
ესენციური ტრემორი ნერვული სისტემის დაავადებაა (ნევროლოგიური დაავადება), რომელიც იწვევს რითმულ კანკალს. ესენციური ტრემორი სხეულის თითქმის ყველა ნაწილს აზიანებს, თუმცა კანკალი ყველაზე ხშირად გამოხატულია ხელის მტევნებზე - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი ცდილობს მარტივი დავალების შესრულებას, როგორიცაა ჭიქიდან წყლის დალევა, თასმების შეკვრა ან წერა. ესენციური ტრემორი ასევე მოქმედებს თავზე, ხმაზე, მკლავებსა და ქვედა კიდურებზე.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება საშიში არ არის, ესენციური ტრემორი უარესდება დროთა განმავლობაში და ზოგიერთ პაციენტში მძიმე ფორმას იღებს. მდგომარეობა არ არის გამოწვეული სხვა დაავადებით, თუმცა მას ხშირად ურევენ პარკინსონის დაავადებაში. ესენციური ტრემორი ნებისმიერ ასაკში ვითარდება, თუმცა ყველაზე ხშირად 40 წელს ზემოთ გვხვდება.
ესენციური ტრემორის შემთხვევების ნახევარი განპირობებულია გენეტიკური მუტაციით. გენეტიკური მუტაციის არმქონე პაციენტებში ესენციური ტრემორის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
სახსრების ტკივილი კი, რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სახსრებში ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს.
როგორც აღნიშნავთ, პაციენტს აწუხებს წნევაც, შესაძლოა არტერიული ჰიპერტენზია იწვევდეს თავბრუსხვევებს. ასევე, შესაძლებელია გულის წასვლის განმაპირობებელი მიზეზიც იყოს. განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება. რაც შეეხება პირველად არტერიულ ჰიპერტენზიას, დღეს მისი სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომელი წამალი გჭირდებათ, მხოლოდ ექიმს შეუძლია, მკურნალობა ემყარება ე.წ. საფეხუროვან პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს წამლების დანიშვნას გარკვეული თანამიმდევრობით. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში უნდა გაიაროთ კონსულტაცია კარდიოლოგთან და თუ გამოირიცხა მიოკარდიუმის პრობლემები, ამის შემდეგ ექიმი გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
კლინიკა არის პოლიპროფილური. გვყავს ყველა სპეციალისტი, ამიტომ არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში სპეცილისტებთან ვიზიტები.
ჩვენს კლინიკაში გვაქვს სრულ კადრიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება ,რაც ითვალისწინებს მხოლოდ 99 ლარად შემდეგი მომსახურებების ჩატარებას :
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდური სპექტრი;
6. კრეატინინი.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე : 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა