მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. გაფანტული სკლეროზი აუტოიმუნური ხასიათის ქრონიკული დაავადებაა. ის უმთავრესად 17-18-დან 40 წლამდე ასაკში გვხვდება.
დაავადების განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, თუმცა მისი უშუალო მიზეზი ჯერჯერობით, სამწუხაროდ, უცნობია. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე საფუძვლიანი ვარაუდის მიხედვით, მას ე.წ. ნელი ინფექციები (წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ჰერპესი და სხვა) იწვევს. მოგეხსენებათ, ამ ინფექციათა გამომწვევები ორგანიზმში დიდხანს რჩებიან, ხელსაყრელ პირობებში აქტიურდებიან და გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელ აუტოიმუნურ პროცესებს რთავენ.
ჩვენს ქვეყანაში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, პირადი დაკვირვებით, უკანასკნელ ხანს გაფანტული სკლეროზის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ვერ გეტყვით, ეს დიაგნოსტიკის დახვეწის შედეგია თუ დაავადება რეალურად გახშირდა, თუმცა ფაქტია, დაბინძურებული გარემო, კლიმატის ცვლილება (გლობალური დათბობა) და 90-იანი წლებიდან მოყოლებული სტრესული გარემო ხელს უწყობს აუტოიმუნური პათოლოგიების განვითარებას. გენეტიკაც მნიშვნელოვანია – აღმოჩენილია გენების პაკეტი, რომელიც არა დაავადებას, არამედ მის მიმართ განწყობას უჭერს მხარს.
თანამედროვე მედიცინის პირობებში დიაგნოზის დასმა ძნელი აღარ არის, ნევროლოგიურ გასინჯვასთან ერთად, დიდ ინფორმაციას გვაწვდის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია. ტომოგრაფიით ვხედავთ დაავადებისთვის დამახასიათებელ დემიელინიზაციის უბნებს, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინის ნებისმიერ უბანში შეიძლება შეგვხვდეს. თუმცა ასეთი კერები სხვა დაავადებებსაც (გართულებული შაკიკი, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, გადატანილი ნეიროინფექციები) ახასიათებს. დიფერენცირებაში გვეხმარება მაღალსპეციფიკური და სენსიტიური გამოკვლევა – ოლიგოკლონური ჩანართების განსაზღვრა თავ-ზურგტვინის სითხეში. ეს გამოკვლევა სხვა კლინიკებში არ ტარდება და მასალის გერმანულ ლაბორატორიებში გაგზავნა უწევთ, თუმცა ჩვენს კლინიკაში გვაქვს გერმანული ლაბორატორია, რაც ხელს უწყობს პაციენტთა უმრავლესობას, რადგან, ანალიზის საფუძველზე დანამდვილებით შეგვიძლია დიაგნოზის დასმა.
მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, დროულად დაწყებული მკურნალობა უკეთეს შედეგს გვაძლევს.
საქართველოში მოქმედებს გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის სპეციალური პროგრამა, თუმცა სამწუხაროდ, მედიკამეტების ოდენობა შეზღუდულია, ამიტომ პროგრამაში ჩასართავად პაციენტი მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: თავად უნდა სურდეს მკურნალობა, არ უნდა იყოს 55 წელზე მეტის, დაავადების დაწყებიდან 10-12 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული, პაციენტი უნდა იყოს მოსიარულე, არ უნდა ჰქონდეს მძიმე სომატური დაავადება, C, B ჰეპატიტი ან შიდსი და ორსულობისგან თავი უნდა დაიცვას, რადგან აღნიშნული პრეპარატები ნაყოფზე მოქმედებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ნევროლოგთან, თუ ვიზიტისას საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს:
https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze
გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, თუ გადაწყვეტთ ვიზიტს გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გაფანტული სკლეროზი არის თუ არა განკურნებადი?
პასუხი: