კოქსართროზი

კითხვა: რედგენმა აჩვენა სახსარზე ნაპრალის და ზედაპირების დეფორმაცია, ოპერაცია დამჭირდება?
პასუხი:

მოგესალმებით,
დასაზუსტებელია, რომელი სეგმენტის რენტგენზე გაქვთ საუბარი და ასევე, ამ კვლევის მიხედვით, რა დიაგნოზი დაისვა.
სავარაუდოდ საქმე გვაქვს ოსტეოართროზთან, რომელიც სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას. ოსტეოართროზი მოიცავს ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზს, სპონდილოზს და პერიფერიული სახსრების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის და ა. შ.) ართროზს.
მონაცემების გასაუმჯობესებლად გასათვალისწინებელია სახსრების ფიზიკური მონაცემები, რათა თავიდან აიცილოთ მათი დაზიანება, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს,რომელმაც ზუსტად იცის თქვენი სახსრების მდგომარეობა და შესაბამისად შეუძლია, შეგირჩიოთ შესაბამისი მკურნალობა.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უფასო კონულტაციაზე ტრავმატოლოგთან, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა