მოგესალმებით,
ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა.
მისთვის დამახასიათებელია ხახის ფხაჭნისა და წვის შეგრძნება, სიმშრალე, სუსტი ტკივილი ყლაპვის დროს მას იწვევს ხშირი მწვავე ფარინგიტი, ქრონიკული სურდო, ცხვირის დანამატების ჩირქოვანი დაავადებები, ქრონიკული ტონზილიტი. მის განვითარებაში, დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები, რომლებიც ვენურ სისტემაში შეგუბებით მოვლენებს იწვევს, კლიმატური პირობები (ცივი ამინდები) და მავნე ჩვევები, სახელდობრ, ნიკოტინი და ალკოჰოლი.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ფარინგიტის გამომწვევი მიზეზი, მომატებული გულძმარვა ვერ იქნება.
ფარინგიტის მკურნალობა კონსერვატიული და ადგილობრივია. იგი უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა საჭირო.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო –ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას, შეკრებს ანამნეზს, დაათვალიერებს, პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს , როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს 5 თვის მანძილზე განკურნებელი ფარინგიტის მიზეზი შესაძლოა თუ არა იყოს მომატებული გულძმარვა.
პასუხი: