მოგესალმებით,
ხველა ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან ექსუდატის, უცხო სხეულის, მტვრის მოსაცილებლად. ხველის რეფლექსს განსაზღვრავს ცდომილი ნერვის აღმავალი ტოტი და აკონტროლებს თავის ტვინის ქერქი.
ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი ეფექტი შესაძლოა სწორედ ხველით გამოვლინდეს. ქრონიკული ხველა საკმაოდ დაუმორჩილებელი და ძნელად სამართავი პრობლემაა. მისი სწორი კლინიკური შეფასება, ხველის გამომწვევი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის შერჩევა ამ პრობლემის წარმატებული მართვის საფუძველია.
მშრალი ხველა ეტაპობრივად მუდმივ ხასიათს იღებს და დაერთვის დიდი რაოდენობით ბლანტი, ძნელად ამოსაღები ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი.
ახასიათებს არა მარტო სასუნთქი, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე – სხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის მოშლა. უხეში ხველა ახასიათებს ტრაქეისა და ბრონქების თანდაყოლილ ანომალიებს.
ზოგჯერ ხველა შუა ყურის ანთების სიმპტომია. ადამიანთა მცირე ნაწილს აქვს ცდომილი ნერვის ყურის ტოტი, რომლის გაღიზიანებამაც შესაძლოა ხველა გამოიწვიოს. ხველის პროვოცირება ასევე შეიძლება მოახდინოს სასმენი არხების გაღიზიანებამ გოგირდის საცობით, უცხო სხეულით, ყურის ინფექციამ. გასათვალისწინებელია ფიზიკური დატვირთვის დროს განვითარებული ხველაც, რათა ბრონქოსპაზმის არსებობა გამოირიცხოს. ფსიქოგენური ხველის არსებობას მაშინ ვარაუდობენ, როდესაც დეტალური გამოკვლევის შემდეგ გამორიცხავენ ხველის ყველა სხვა მიზეზს და ქცევის მოდიფიცირების შემდეგ მდგომარეობაც უმჯობესდება.
როგორც მოგვითხრობთ, ხველა მხოლოდ ყელის არეშია. დისტანციურად რა თქმა უნდა ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს. ამიტომ , მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოტო-რინოლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას, სპეციალისტი გაგსინჯავთ და თავად მოგახსენებთ მიზეზების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მახველებს უკვე 1 თვეა ხან მშრალად ხან სველად.მივმართე ექიმს დამინიშნა მკურნალობა მარა უშედეგოდ.ანთება არ მაქვს,სიცხე არ მაქვს,სისხლში ცვლილებები არ არის.შეტევითი ხასიათის ხველა მაქვს.დავიღალე,აღარ ვიცი რა ვქნა.ინჰალაციებიც გავიკეთე,ალერგიის საწ.ვსვავ.ხველა მხოლოდ ყელის არეშია.რა შეიძლება გამოვიკვლიო და დავაზუსტო რა მჭირს.
პასუხი: