მოგესალმებით, თუ თქვენ სხვა დაავადების მატარებელი არ ხართ ( შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა) მაშინ სისტოლური წნევა-130 ნორმალურ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, მისი ცვალებადობა და წარმოშობის მიზეზი, მაინც ყურადსაღებია. პირველ რიგში, პრევენცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მკურნალობა. შესაძლოა საქმე გვქონდეს ჰიპერტენზიასთან , იგივე სისხლის მაღალ წნევასთან (იგულისხმება არტერიული წნევა) რომელიც წარმოადგენს ქრონიკულ მდგომარეობას, რომლის დროსაც არტერიებში სისხლის წნევა შენარჩუნებულია ნორმაზე მაღალ დონეზე. ხშირად მაღალი წნევის მიუხედავად პაციენტს არ აქვს სიმპტომები. ჰიპერტენზია შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი. უმეტესობა პირველადია (90-95 %) მარტივად რომ განვსაზღვროთ, პირველადია როცა ჯერ თვითონ ჰიპერტენზია ვითარდება. მეორადია, როცა ჯერ სხვა დაავადებაა და შემდეგ ის იწვევს ჰიპერტენზიას. დისტანციურად სრული ანამნეზისა და გამოკვლევების გარეშე, დიაგნოზის დასმა არაკორექტულია. შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, სრულ კადრიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება , რაც ითვალისწინებს მხოლოდ 99 ლარად შემდეგი მომსახურებების ჩატარებას :
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;;
3. ელექტროკარდიოგრაფია;;
4. გლუკოზა სისხლში;;
5. ლიპიდური სპექტრი;
6. კრეატინინი ;
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს. გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ , რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ 33 წლის ქალი. წნევას ვატარებდი 120-80 ზე. ეხლა უკვე კარგახანია როცა ვიზომავ 130-90 ზე მაქვს. შეწუხებით არ მაწუხებს. მაგრამ ჩემი ასაკისთვის ეს წნევა მაღალია და არის თუ არა საშიში. ან რომელ ექიმს მივმართო? გმადლობთ
პასუხი: