მოგესალმებით,
ხერხემლის თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპოზური ბირთვის დისლოკაციით და ფიბრიოზული რგოლის გარღვევით.
დიახ, შესაძლებელია თავის ტკივილის კლინიკური გამოვლინება, გამომდინარეობდეს ხერხემლის პათოლოგიიდან.
დისტანციურად, თუ რა იწვევს ზუსტად თქვენს ტკივილებს, დიაგნოსტირება შეუძლებელია. ამიტომ , მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს მდგომარებას, დანიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კველვებს, ამის შემდეგ კი, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ თქვენზე მორგებულ მკურნალობას.
თუ ვიზიტისას საჭირო იქნება, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევა, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. ვარ 25 წლის. 2012 წელს დამემართა ხერხემლის თიაქარი . კერძოდ 6 მალიდან დისკის გამოვარდნა. იმის მერე ავერსის კლინიკაში გადავიღე ხერხემლის ტომოგრაფია საოპერაციო არ ხარო ნემსები დამინიშნეს და ვიმკურნალე რეგულარულად იცურავეო . ხშირად მაწუხებს თავის ტკივილები ნევროლოგთან რომ ვიყავი 7 თვის წინ მითხრა დაძაბულობის თავის ტკივილი გაქვსო . ბოლო 6 დღეა საშინლად მტკივა თავი და მინდა რომ ნევროლოგთან გავიარო კონსულტაცია და თან გავიკეთო თავის ტვინის ტომოგრაფია . თქვენ როგორ მირჩევთ ? ხერხემლიდან შეიძლება მოდიოდეს ასეთი შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი ??(( გთხოოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე გელოდებით . თან ეხა აქციიებიია და თუ საჭირო იქნება გავიკეთებ ტომოგრაფიას თავზე
პასუხი: