მოგესალმებით,ცხვირი ფაქიზი ორგანოა – ყველა არომატის ფიქსატორი. გარდა ამისა, ის ორგანიზმის „ფარია", უამრავი ინფექციისგან იცავს მას. ცხვირში ასობით ნერვული დაბოლოება და წვრილი კაპილარია. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს. ეპისტაქსისი ( ცხვირიდან სისხლდენა ) შეიძლება გამოიწვიოს:
● ტრავმამ;
● ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);
● ზოგიერთმა მედიკამენტმა;
● სისხლის პათოლოგიებმა;
● ემოციურმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ;
● ჰაერის დაბალმა ან ზედმეტად მაღალმა ტემპერატურამ.
თუმცა სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მოუწესრიგებელმა არტერიულმა წნევამ, ცხვირის ღრუს ანთებამ, ჰემოფილიამ, გულის დაავადებებმა, ჰორმონულმა დისბალანსმა, ხერხემლის პრობლემებმა, საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს. ხშირ სისხლდენას უჩივიან ალერგიული ადამიანები და ისინი, ვისაც ცხვირის ტრავმა ან ოპერაცია აქვს გადატანილი. დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა არაკორექტულია, გირჩევთ მიმართოთ ექიმს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინოლარინგოლოგთან ვიზიტზე, რომელიც უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, ჩაგიტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევა და გაგცემთ ამომწურავ პასუხს.
ამის შემდეგ კი დაგენიშნებათ აპრობირებული მკურნალობა. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ , ხშირად მაქვს ცხვირიდან სისხლდენა , ანალიზებმა აჩვენეს რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს და ხომ ვერ მეტყვით მაშინ რაშია პრობლემა?
პასუხი: