ათეროსკლეროზი

კითხვა: გამარჯობათ, მაქვს ძლიერი თავის ტკივილი და ტკივილი თვალების არეში,ასევე გაორება და მიჭირს ამ შეტევის დროს რაიმეს გარჩევა,ადრე ხშირად მქონდა სამწვერა ნერვის ანთება და ვაბრალებდი ამას,როდესაც მივმართე ექიმს დამიდგინეს ტვინის კაპილარების შევიწროება დამინიშნეს მკურნალობა მაგრამ მაინც ძალიან ხშირად მემართება ეს შეტევა ასე დავარქვათ ამ გაუსაძლის ტკივილს,წნევა ყო ველთვის ნორმის ფარგლებში მაქვს...მირჩიეთ როგორ მოვიქცე...წინასწარ დიდი მადლობა..
პასუხი:

მოგესალმებით!  თქვენს მიერ აღწერილი სურათი მართლაც გავს თავის ტვინის სისხლძარღვოვანი მიზეზებით გამოწვეულ მდგომარეობას , ხოლო სისხლძარღვების შევიწროვების მიზეზები კი საკმაოდ მრავალფეროვანია . ყველა შემთხვევაში , მიზეზის მიუხედავად , ასეთი ვითარება ამცირებს სისხლძარღვებში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება. ათერომული ფოლაქები უმეტესად თავის ტვინისა და კისრის ნაწილის სისხლძარღვებში წარმოიშობა. დაავადება მიმდინარეობს ან მწვავედ, ან ქრონიკულად. მწვავე ფორმა შესაძლოა ტვინის ინფარქტით ან კიდევ უფრო მძიმედ - ჰემორაგიული ინსულტით (ტვინში სისხლჩაქცევით) გამოვლინდეს. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას სისხლძარღვთა შევიწროების სიმპტომები ნელ-ნელა იჩენს თავს. თავდაპირველად პაციენტი უჩივის სწრაფად დაღლას საშუალო მოცულობის სამუშაოს შესრულების დროსაც კი. შემდეგ აღმოცენდება თავის ტკივილი. ადამიანს პერიოდულად აწუხებს თავბრუხვევა. ზოგჯერ რაღაცებიც ავიწყდება. დაავადების ქრონიკულ ფორმას სამი სტადია აქვს: 1. პირველი სტადია ყველაზე მსუბუქია. ის ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, 

2. მეორე სტადიას ახასიათებს შინაგან ორგანოთა ფუნქციის დარღვევა. მაგალითად, მწყობრიდან გამოდის შარდის გამომყოფი ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, რაც სიარულის ცვლილებას იწვევს. ადამიანი თავად ვერ ამჩნევს, მაგრამ სიარულისას ფეხებს უჩვეულოდ ადგამს, ქვედა კიდურები დროდადრო უბუჟდება, ყველაფერი აღიზიანებს. 3. მესამე სტადიაზე თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროება ტვინის მუშაობის უფრო სერიოზული დარღვევებით გამოიხატება. ადამიანი კარგავს მოძრაობის კოორდინირების უნარს, ამიტომ ნელა და ფრთხილად გადაადგილდება. .აღნიშნული დაავადება უმეტესად სისხლის ძლიერი შედედების გამო ვითარდება, თუმცა სისხლძარღვთა შევიწროების მთავარი მიზეზი მაინც თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმია.
გვაპატიეთ , რომ საკმაოდ დრამატული სურათი დაგიხატეთ და არ არის სავალდებულო ყველაფერი ასეთი სიმძაფრით წარიმართოს, თუმცა ცოდნა უკეთესია , ვინაიდან მსგავსი ჩივილები არ დატოვოთ უყურადღებოდ , ან არ ჩათვალოთ , რომ მათი გადადება შეიძლება .
რაც შეეხება ჩვენს რჩევებს , ამ შემთხვევაში , ამას დიტანციურად ვერ გავაკეთებთ , ვინაიდან ვერ ვიქნებით ობიექტურები . გირჩევთ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის და საჭირო კვლევების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. აქცია ძალაშია, ყოველ პარასკევს , წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა