მოგესალმებით!
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია პათოლოგიაა, რომელიც ადვილად ემორჩილება კორექციას.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია გულისხმობს სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას, სახელდობრ, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის გარეშე, რაც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის, ქვეამოვარდნილობისა და ამოვარდნილობის კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია. გარდა სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟისა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ტარდება:
● ფიზიოპროცედურები, რაც გულისხმობს: ელექტროფორეზს გავა-წელზე და მენჯ-ბარძაყის სახსარში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად;
● პარავერტებრალური და დუნდულა კუნთების ელექტროსტიმულაციას.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,ჩემი ბიჭი რვა წლისაა,დაიწყო კოჭლობა რამდენიმე დღის წინ,დაუდგინეს მენჯ ბარძაყის დისპლაზია,დაუნიშნეს ცურვა,მასაჯი...რამდენად განკურნებადია ეს და გაუვლის თუ არა კოჭლობა?
პასუხი: