ელენთის გადიდება - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა ,ვარ17 წლის გადიდების ზედა ზღვარზე მაქვს ელენთა. სისხლში ცვლილება არაფერია ,მაინტერესებს რა დამატებითი კვლევაა საჭირო ზუსტი დიაგნოსტიკისთვის?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ზოგადად, ელენთის გადიდება უმეტესად მეორეულია. ელენთის პირველადი დაზიანება კი, იშვიათია.
იმ პათოლოგიათა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება ელენთის გადიდების მიზეზად იქცეს, მრავალრიცხოვანია.
ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში ელენთა განსაზღვრულ როლს ასრულებს. მის წითელ პულპაში ხორციელდება ერითროციტების ხარისხის ერთგვარი კონტროლი, ხდება დაზიანებული ერითროციტების სისხლის მიმოქცევიდან ამოღება და დაშლა.
ანტისხეულების მიერ შებოჭილი ბაქტერიები და სისხლის უჯრედებიც ელენთის მეშვეობით სცილდება სისხლის მომოქცევის სისტემას.
დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ:
● სისხლის საერთო ანალიზს (ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის დასადგენად);
● ულტრაბგერით ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (განისაზღვრება ელენთის ზომა და სხვა ორგანოებისგან მისი დაშორება);
● მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (განისაზღვრება სისხლის ნაკადის მოძრაობა ელენთაში).
ზოგჯერ კი, საჭიროა დამატებითი კვლევა:
● ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევა და ბიოფსია;
● ელენთის ბიოფსია (თუმცა სისხლდენის მაღალი რისკის გამო ამ უკანასკნელს იშვიათად მიმართავენ).
ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული სპლენომეგალიის დროს ანტიმიკრობული თერაპია ტარდება. თუ ელენთის გადიდებას სხვა სიმპტომები არ ახლავს თან და მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ექიმი შემოგთავაზებთ დინამიკაზე დაკვირვებას, ასე რომ, ექვსი-თორმეტი თვის შემდეგ კვლავ მოგიწევთ მისი მონახულება ორგანოს მდგომარეობის შესამოწმებლად.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. 

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა