მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ლიმფური ჯირკვლების გადიდებაში მთავარი როლი, უმთავრესად, დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან.
აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება. ანამნეზში გასათვალისწინებელია: გადატანილი ინფექციური დაავადებები, რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება,როგორი კონსტიტუციური ტიპისაა მოზარდი და როგორ იკვებება, აქვს თუ არა სპორტულ დატვირთვებთან მიმართებაში ადექვატური შევსება კალორიების, ვიტამინების და მიკროელემენტების სახით და ა.შ.
უშუალო გასინჯვისას : ზომები, კონსისტენცია ( ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია) და ა.შ.
ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზება, ხოლო უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად ულტრაბგერითი გამოკვლევა, ასევე სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც სასურველია შეაფასოს ექიმმა–ჰემატოლოგმა. ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე საუბარი.
როგორც მოგვითხრობთ, პაციენტს "ექიმი ანტიბიოტიკით მკურნალობს" , რაც ვფიქრობთ გაგრძელდეს, თუმცა გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ კონსულტაცია ჰემატოლოგ ეკა იმედაშვილთან, რომელიც უკვე გაეცნო თქვენს მიერ მოწერილ ისტორიას .
წინასწარ შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით, მყავს სპორტსმენი შვილი19 წლის ,რომელიც მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს ,მაგრამ მიუხედავად ამისა ხშირად ცივდება.გაციების პერიოდში ებერება ყურსქვეშა ჯირყვალი. ახლა მაგალითად ხელში ინფექცია შეეჭრა პატარა ნაკაწრიდან ,არვიცი დამთხვევაა თუ რა იმ ხელის იღლიის ქვეშ ჯირყვალი პატარაზე გაებერა და სტკივა, ჰქონდა სიცხეც. .ამჟამად ექიმი ანტიბიოტიკით მკურნალობს.რადგან მომეცა საშვალება შეკითხვის დასმის,მაინტერესებს რა არის ამის მიზეზი და რა გავაკეთო
პასუხი: