ერითროციტების დალექვის სიჩქარე - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, დედას აქვს მაღალი როე 115, სიცხე 37-38 საღამოს უკვე 3 კვირაა, ასევე ოფლიანობა. 2 წლის წინ გადაიტანა იშემიური ინსულტი, აქვს შაქარი. ამჟამად ნორმალურად, მაგრამ პულსი ეს დღეებია მაღალია. გრძნობს სისუტეს. ექიმთან დავდივართ მაგრამ ჯერ ვერ გაარკვიეს რატომაა ეს სიცხე. ფილტვები სუფთა როგორც ეუბნებიან. მაინტ ერესებს, ასეთი მაღალი როე რამდენად საშიშია? ვის მივმართოთ ?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს პასუხს, ედს (როე რუსული სიტყვაა) ერითროციტების დალექვის სიჩქარეს ნიშნავს და მისი მატება დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან, რომელიც შესაძლოა იყოს ჩირქოვანი პროცესები, აბსცესი, სხვადასხვა ორგანოს ანთებითი პროცესი (აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, პიელიტი, პნევმონიები და სხვა), ბაქტერიული ინფექციები, ალერგიული მდგომარეობა და ა.შ.
როგორც მოგვითხრობთ ბრძანდებოდით პულმონოლოგთან და ანთებითი პროცესები კლინიკური კვლევით გამოირიცხა.
ასეთ შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ მოიყვანოთ დედა ჩვენს კლინიკაში, სადაც თავდაპირველად გაივლის კონსულტაციას ჰემატოლოგთან.
შემდგომში მისი გადაწყვეტილებით დაინიშნება სათანადო კვლევები, რის შემდეგაც ექიმი დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა