სუბფებრილური ტემპერატურა, ედს - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მუდმივი სიცხე 37.5,როდესაც როე 4ია,ლეიკოციტებიც ნორმაში,რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?
პასუხი:


მოგესალმებით,
ამგვარ ტემპერატურას სუბფებრილური ეწოდება. ამ ნიშნულებამდე თერმომეტრის ხაზი ადის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც ვარჯიშის პროცესში, აბანოსა და საუნაში ყოფნისას, ცხარე საკვების მიღებისას.
თუკი სუბფებრილური ტემპერატურა რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, უკვე საფრთხილოა. შესაძლოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს. იგივე სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევაზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირებაზე (ჰიპერთირეოზი).
დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა იცვლება: დილაობით ის, როგორც წესი, შედარებით დაბალია, ხოლო საღამოობით – მაღალი.
სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ისე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი; ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები:

  • კბილის გრანულომა;
  • მონონუკლეოზი;
  • წიაღების ანთება;
  • ნუშურა ჯირკვლების ანთება.

ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებო:

  • თირეოტოქსიკოზი;
  • აუტოიმუნური თირეოიდიტი.

ასევე, ფიზიოლოგიური მიზეზები:

  • ემოციური და ფიზიკური დატვირთვა;
  • საკვების მიღება;
  • ცხელ შენობაში ყოფნა.

თუ ამას თან სდევს დაღლილობის შეგრძნება, წონის დაკლება, მომატებული ოფლიანობა, უნდა, მიმართოთ თერაპევტს, პულმონოლოგს, ლარინგოლოგს და ფთიზიატრს, ინფექციონისტს (რომ გამოირიცხოს ეპშტეინ-ბარის ვირუსი, Epstein-barr virus რომელიც, ჰერპესვირუსებს მიეკუთვნება, იგი ინფექციურ მონონუკლეოზს.
ასევე, სხეულის ტემპერატურის ცვლილება შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებმა.
აუცილებელია გაირკვეს სუბფებრილური ტემპერატურის მიზეზი.
ზოგადად ედს კი, (როე რუსული სიტყვაა) ერითროციტების დალექვის სიჩქარეს ნიშნავს. ის არ არის დამოუკიდებელი სიმპტომი და განიხილება პაციენტის სხვა მონაცემებთან ერთად.
სპეციალისტების ჩამონათვალი, ვისთანაც შესაძლოა მოგიწიოთ კონსულტირება საკმაოდ ვრცელია, ესენია :

  • სტომატოლოგი;
  • ლარინგოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • თერაპევტი;
  • პულმონოლოგი;
  • ფთიზიატრი;
  • ინფექციონისტი;
  • ჰემატოლოგი.

გირჩევთ დაიწყოთ პირველი სამი სპეციალისტიდან, მითითებული რიგითობის მიხედვით. აქედან ჩვენ შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან და ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე.
საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, რის შემდეგაც დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა