მოგესალმებით,
თქვენ არ ბრძანდებით მენსტრუალური ტკივილის ერთადერთი მსხვერპლი – ამით მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იტანჯება.
დისმენორეა, მტკივნეული მენსტრუაცია, ზოგჯერ რომელიმე დაავადებითაა გამოწვეული, ზოგჯერ კი აშკარა მიზეზის გარეშე წარმოიშობა.
დისმენორეას ახასიათებს მუცლის ქვედა ნაწილის, გავისა და წელის მიდამოს სპაზმური, მოპულსირე, მღრღნელი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ბარძაყსა და სწორ ნაწლავში გადაეცემა. ტკივილი მსუბუქიდან გაუსაძლისამდე ვარირებს და ზოგჯერ ისე აქვეითებს შრომის უნარს, რომ ყოველგვარ საქმიანობას შეუძლებელს ხდის. ზოგი თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისრევას და ფაღარათსაც კი უჩივის.
ქალის ორგანიზმში არის ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები, პროსტაგლანდინები, რომლებიც ტკივილისა და ანთების მექანიზმის მნიშვნელოვანი რგოლია.
მენსტრუაციის დროს საშვილოსნო იკუმშება და სისხლს გამოდევნის – პროსტაგლანდინები ამ პროცესშიც მონაწილეობს. საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვისას იჭყლიტება და ვიწროვდება მისი მკვებავი სისხლძარღვები, ირღვევა საშვილოსნოს სისხლით, შესაბამისად, ჟანგბადითა და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება და წარმოიშობა ტკივილი.
დისმენორეა თავისთავად არავითარ გართულებას არ იწვევს. საშიშია მენსტრუალურ ტკივილთან ასოცირებული დაავადებები. მაგალითად, ენდომეტრიოზმა შესაძლოა უშვილობამდე მიგვიყვანოს.
მენჯის ღრუს ინფექციური დაავადების დროს იზრდება ფალოპის მილის შეხორცებისა და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს გარეთ ჩანერგვის (ექტოპიური ორსულობის) რისკი.
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის შეკრება და ფიზიკური გამოკვლევა. მენჯის ღრუს გამოკვლევისას მოწმდება რეპროდუქციული ორგანოები ანომალიის აღმოსაჩენად და ფასდება ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ინფექციური პროცესის გამოსარიცხად.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით და მადლობა რომ ასე სწრაფად გვპასუხობთ. ვარ 24 წლის ქალიშვილი, ბავშვობიდან მაწუხებს ჭარბი და მტკივნეული ციკლი,არაერთხელ გადავიღე ექოსკოპია და საშვილოსნო და დანამატებიც მწყობრში მაქვს,ციკლიც თავის დროზე მომდის,მაგრამ ერთი რამ მაწუხებს,ციკლის მოახლოების დროს და უშუალოდ შემდგომ მიმდინარეობისას,ვაგინის სიღრმეში ვგრძნობ ყრუ ტკივილებს,განსაკუთრებით თუ ფეხზე დიდხანს მიწევს დგომა(იქ არასოდეს მომითავსებია რა იმე საგანი) და რის მიზეზი შეიძლება იყოს? ანუ ვინაიდან ქალიშვილი ვარ არანაირი სურვილი არ მაქვს ვაგინალური კვლევის...გამონადენიც მაქვს პერიოდულად და სიმშრალეს ნამდვილად არ ვუჩივი,გთხოვთ რამე მირჩიეთ.გმადლობთ
პასუხი: