ყვითელი ფერის ნადები ენაზე

კითხვა: გამარჯობა.დილით როცა ვიღვიძებ ენაზე მაქვს ყვითელი ნადები.რა შეიძლება იყოს მიზეზი? გმადლობთ!
პასუხი:

მოგესალმებით,ენა ადამიანის ორგანიზმის უნიკალური ნაწილია, რომლის დახმარებითაც, ვამყარებთ კომუნიკაციას და ვიღებთ სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს. ყვითელი ფერის ნადების არსებობა, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებაზე მიგვანიშნებს. ეს სიმპტომი ახასიათებს პირის ღრუს სოკოს, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადების არსებობაზე, თუ ნადებს თან ახლავს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი და გულისრევის შეგრძნება. შესაძლებელია გამოიწვიოს კანდიდოზმაც. ყვითელი ფერის ნადებს, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებაც იწვევს, მაგალითად: ანტიბიოტიკები, თავისთავად არ იწვევენ ყვითელ ნადებს, თუმცა მათი ზემოქმედება ღვიძლზე, უკვე ხდება მიზეზი იმისა, რომ ენაზე ბაქტერიები დაგროვდეს. პაციენტები უჩივიან ტკვილს ყელის არეში, ხშირად იმატებს ტემპერატურაც. ასეთი დაავადებები სასურველ გარემოს ქმნის, ბაქტერიების წარმოსაქმნელად. ადგილობრივი ანთებითი პროცესები, როგორიცაა ყელის ტკივილი, კარიესი, გინგივიტი, გლოსიტი ან სტომატიტი ასევე ქმნიან ყვითელ ნადებს. შესაძლოა ე.წ. ბრეკეტებიც გახდეს ამის მიზეზი. გაისუფთავეთ ენა ყოველ დილა-საღამოს, ჯაგრისის რბილობის დახმარებით. გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი საკვების მიღება. მირთვიით რძის პროდუქტები და მარცვლეული. დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენი რჩევა იქნება პირველ რიგში მიმართოთ თერაპევტს, რომელიც უშუალო კონსულტაციის შემდეგ, შეკრებს ანამნეზს და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა