მოგესალმებით,შიშის გრძნობა ყოველი ჩვენთაგანისთვის ნაცნობია.ის ერთ-ერთი უძლიერესია ადამიანურ ემოციებს შორის.შიშის მომენტში ადრენალინი გამოიყოფა. ადამიანის შიშის პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია, მსუბუქი ღელვიდან დაწყებული პანიკური შიშით დამთავრებული. აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ქონდეს:
● ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება. ავადმყოფები ხშირად ჩივიან რომ ეს-ესაა გული ამოუვარდებათ;
● მოხრჩობის, ყელში წაჭერის, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
● გაქვავების შეგრძნება, სისუსტე, სხეულის დაუმორჩილება, გონების დაკარგვის შეგრძნება;
● ძლიერი შიში რაიმეს მიმართ, რაც იწვევს ფობიას;
● სხეულის კანკალი ;
● ცივი ოფლი;
● კუჭის აშლა, გულისრევა, ტკივილი მუცელში.
დიდი მნიშვნელობა აქვს, ფსიქოლოგიურად როგორ განაწყობთ თქვენს თავს, ნუ ჩაუღრმავდებით და ეცადეთ ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლდეთ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ. ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ და შიშს განვიცდიდეთ, მაგრამ ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას ეშინია. ჩვენი რჩევაა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, თვითმკურნალობას და დამოუკიდებლად პრეპარატების მიღება–შეწყვეტას მოერიდეთ. ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს. ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმარებაში, საჭირების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან. აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით ზოგადად ვარ ძალიან მშიშარა. მაქვს ნერვოზი .არა ერთ ნევროპათოლოგთან ვიყავი.თუმცა შედეგი ცოტაა.ძალიან ადვილად ვღიზიანდები. როდესაც ბავშვები ან რომელიმე ახლობელი ცუდათ ხდება ელემენტარული ვირუსით მე იმდენად განვიცდი ხოლმე რო მეწყება კუჭნაწლავის სპაზმი.საერთოდ სისუსტეს ვგრძნობ ხოლმე ისე აღარაფრის ძალა არმაქ.ხშირად გულიც წამსვლია როცა ღამე წამომდგარვარ და ბავშვს ან მაღალი სიცხე აქ ან აღებინებს და ძაან განვიცადე ეგრევე თავში მივარდება ეს განცდა შიშები მიპყრობს რო ვაიმე რამოუვიდა და ასე შემდეგ.წნევაც მეცემა ხოლმე დაბლა საერთოდ 100 მაქვს 60 .გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე რო ეს შიშები დავძლიო ბავშვები მყავს გასაზრდელი, მადლობა
პასუხი: