მოგესალმებით ! როგორც თქვენ აღნიშნავთ ,ნაყოფს აქვს ჯდომითი პოზა .ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დანიშნულიყო საკეისრო კვეთა,თუმცა როგორც ჩანს ,თქვენს მკურნალ ექიმს აქვს საკუთარი არგუმენტები და არ ჩქარობს გადაწყვეტილების ამ მიმართულებით მიღებას .შესაძლებელია უშუალოდ მშობიარობის პროცესში აპირებს სიტუაციურად მოქმედებას .
რაც შეეხება ნაყოფის წონას , ეს არაა მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც აუცილებლად საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს .
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე,რაკი თქვენ ვერ რწმუნდებით თქვენი გინეკოლოგის სტარეტეგიის მართებულობაში ,აჯობებს მოისმინოთ ალტერნატიული აზრი .
გირჩევთ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში "ახალ სიცოცხლე" და ჩაიტაროთ მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია .
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 05 99 00 .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ორსულად ვარ.დღე დღეზე ველოდები პატარას. საქმე იმაშია რომ პატარა მჯდომარე მდგომარეობაშია. ექიმი მეუბნება ეგ არ წარმოადგენს ჩვენებას რომ გაკეთდეს საკეისროო. უნდა იმშობიარო თქვენი აზრით რამდენად რეალურია ყოველივე ეს. და რა წონის უნდა იყოს ნაყოფი რომ ჩვენებით გაკეთდეს საკეისრო. მშობიარობა საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ნაყოფს თუ საკეისრო ჯობია ამ შემთხვევაში
პასუხი: