მოგესალმებით,
დისფაგია მყარი საკვების ან სითხის პირის ღრუდან კუჭისკენ გადაადგილების გართულებას, გაძნელებას ნიშნავს. ამ დარღვევას ხშირად თან ახლავს ყლაპვის დროს ტკივილის შეგრძნებაც (ოდინოფაგია). ზოგჯერ კი, პაციენტს საერთოდ არ შეუძლია ყლაპვა.
ყლაპვის ცალკეული, ერთეული შემთხვევები შემაშფოთებელი არ არის. ასეთი რამ ადამიანს შესაძლოა მაშინაც დაემართოს, როცა სწრაფად ჭამს და სათანადოდ დაუმუშავებელ (დაუღეჭავ) მოზრდილ ლუკმებს ყლაპავს. ყლაპვის მუდმივი, განმეორებადი გაძნელება კი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანი იყოს.
ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც დისფაგიის მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება.
ძირითადი მიზეზებია:
● კარდიის აქალაზია;
● საყლაპავის დიფუზური სპაზმი;
● გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
● ხახის კუნთოვანი კედლის პათოლოგია და ა.შ.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა იწვევს თქვენს შემთხვევაში ყლაპვის გართულებას, ამიტომ გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე.
თქვენ დაავადების ხასითის დასადგენად დაგჭირდებათ თავდაპირველად საკონტრასტო ნივთიერების დალევა და რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ხოლო შემდეგ, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური გამოკვლევა.
გასტროსკოპია ( ენდოსკოპია) შეგიძლიათ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas
ქირურგთან უფასო კონსულტაციები კი, ტარდება ყოველ ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !