სიმაღლეში ზრდის პრობლემა

კითხვა: მოგესალმებით,მყავს 2 წლის და 10 თვის გოგონა,მეჩვენება რომ დაბალია,თან გენეტიკაც აქვს სიდაბლის,89 სანტიმეტრია.მაინტერესებს ნორმალურია თუარა ეს მაჩვენებელი და თუ არაა როგორ შეიძლება ხელი შევუწყო მის სიმაღლეში ზრდას.
პასუხი:

მოგესალმებით,
ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა ასევე გარემო ფაქტორები. სულიერად ნუ გატყდებით რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდება მისი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე. თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება.
დისტანციურად ვიტამინებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას ან უბნის პედიატრს ,რომელიც თვალს გაადევნებს ბავშვის ზრდა –განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტს დამატებითი ჩარევის საჭიროებას .
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა