ბეიკერის კისტა

კითხვა: მოგესალმებით! წინასწარ გიხდით მადლობას გაწეული დახმარებისთვის. ტრამვის შემდეგ მაწუხებდა მუხლის ტკივილი.გავიკეთე მუხლის სახსრის ულტრაბგერითი კვლევა .პასუხი ასეთია: მუხლის სასახსრე ნაპრალი ორმხრივ მკვეთრად დავიწროვებული.მარჯვენა მუხლის სახსრის კვირისთავზედა სიგრძივი და განივი კვეთისას ოთხთავა კუნთის მყესი მცირედი გასქელებული მის გასწვრივ ისახება მცირე რაოდენობით თავისუფალი სითხის არსებობა.მარჯვენა მუხლქვეშა ფოსოში ისახება მრგვალი ფორმის ანექოგენური ჩანართის არსებობა ზომით 12X20 მმ (ბეიკერის კისტა). გთხოვთ მირჩიოთ როგორი სახის მკურნალობა მჭირდება ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
ბეიკერის კისტა (მუხლქვეშა ფოსოს კისტა) - რბილი, მკვრივი, ელასტიური სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ვითარდება მუხლის სახსრის უკანა ზედაპირზე (მუხლქვეშა ფოსოში).
ზოგჯერ ეს კისტები ხელს უწყობს წვივის კანქვეშა ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, ფეხების შეშუპებას.
მნიშვნელოვანია შეფასდეს მთლიანად მუხლის სახსრის მდგომარეობა.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–სპეციალისტი შეიმუშავებს მკურნალობის მეთოდს და მოგახსენებთ, ქირურგიული ჩარევა გესაჭიროებათ თუ კონსერვატიული მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა