გაუვალობა

კითხვა: დიდი მადლობა ასეთი დიდი ყურადღებისთვის.ერთი კითხვითაც შეგაწუხებთ,გაუვალობა საშიში პირველი კვირა თუ რამდენ ხანში შეიძლება განვითარდეს?დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა.

ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია. პროფილაქტიკისთვის - საზოგადოდაც მეტად მნიშვნელოვანია კვება, მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები.

გაუვალობის დროს ირღვევა წყლისა და ელექტროლიტების ცვლა, სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ინტოქსიკაცია, დაბრკოლების ზემოთ ნაწლავი გადავსებულია. მის სანათურში გროვდება სისხლის თხიერი ნაწილი, კუჭის, ნაწლავის, პანკრეასის, ნაღვლის წვენი. 24 საათში შეიძლება 8 ლიტრამდე სითხე დაგროვდეს. მცირდება სისხლის მოცულობა.

ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს.

სისხლის ცირკულაციურ დარღვევებთან ერთად ძლიერდება ინტოქსიკაცია, რაც პაციენტის  ზოგად მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შემდგომ დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის მეთოდს.

მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიურ კვლევას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--  

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე   577 119 119 ან  2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა