დერმატოლოგიური პრობლემა - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: შეკითხვა მაქვს დერმატოლოგთან: 12 წლის ბიჭს ქუთუთუებზე გარედან წარბებთან გაუჩნდა ფუფხისმაგვარი გამონაყარი რომელიც ცოტათი ექავება, ორი კვირის წინ მსგავსი გამონაყარი გაუჩნდა სასქესო ორგანოზეც რომელიც ქავილის გამო ექერცლება. გთხოვთ მიპასუხეთ რა შეიხლება ეს იყოს და რითი ვუმკურნალოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
შესაძლოა საქმე ეხებოდეს ჰერპეს–ვირუსს ან სოკოვან ინფექციას. შესაბამისად, საჭირო იქნება ლაბორატორიული კვლევა.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია, მიმართოთ უბნის ოჯახის ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში დერმატოლოგს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა