მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. სმენის დაქვეითება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით კი მოზარდებში. სმენის დაქვეითება სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს. არსებობს სმენის დაქვეითების ოთხი ხარისხი. პირველი ორი ხარისხი შეესაბამება სმენის შედარებით სუსტ დაზიანებას, მესამე და მეოთხე ხარისხის დაქვეითების შემთხვევაში ადამიანი ბგერების გამაძლიერებელი სისტემის ანუ სასმენი აპარატის გარეშე ვერ გაიგონებს.
რაც შეეხება, სმენის დაკარგვის მიზეზებს, ის საკმაოდ მრავალნაირია და ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ეს არის თანდაყოლილი და შეძენილი.
სმენის კორექცია სასმენი აპარატითა და კოხლეარული იმპლანტატით არის შესაძლებელი. პირველი ბგერებს აძლიერებს, მეორე კი სმენის ნერვს ლოკოკინას გვერდის ავლით აწვდის იმპულსებს.
ზოგ პაციენტს სასმენი აპარატის ხმარება უჭირს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ აპარატს ისევე სჭირდება შეჩვევა, როგორც კბილის პროთეზს.
იგი მუდმივად უნდა ეკეთოს პაციენტს, არ მოიხსნას და დროთა განმავლობაში უკეთ გაიგონებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კარგად შერჩეული და მორგებული სასმენი აპარატი სმენადაქვეითებულთა 90%-ზე მეტში აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს.
საქართველოში მოქმედებს სმენადაქვეითებულთა სასმენი აპარატებითა და კოხლეარული იმპლანტატებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა.
აუდიოლოგის მიერ გაცემული ცნობით პაციენტები შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ადიან აღრიცხვაზე და ამ აპარატებს უფასოდ იღებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უმჯობესია ინფორმაცია მოგაწოდოთ ბავშვთა ასაკის კლინიკამ, ან იმ მკურნალმა ექიმმა, რომელმაც პაციენტს დიაგნოზი დაუსვა.
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 15 05.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.მყავს 13 წლის ბიჭი.ორი წელია ვატყობ რომ რაღაც არ ესმის კარგად.ეხლა დაეწყო ყურებში წუილი.გავუკეთე აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია და აჩვენა 1 ხარისხის დაქვეითება.რას შეიძლება გამოეწვია ეს,ან ეს წუილის ხმა როგორ შეიძლება შეუჩერდეს.მკურნალობა რას მოიტანს და სასმენი აპარატის გაკეთება რამდენად კარგი იქნება.წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი: