წელის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა წელის ტკივილები მაქვს თითქოს დენს მირტყამს რო დავჯდები ადგომა მიჭირს დაწოლისაც გადატრიალება მიძნელდება სიარულის დროს მომენტებში მაჩერებს
პასუხი:

მოგესალმებით, 

მსგავსი კითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.

ზოგადად ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.

დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:

• გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;

• მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;

• შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;

• მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;

• საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;

• ვირუსული დაავადებები;

• თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;

• ზურგის ტვინის თიაქარი.

ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.

ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან  უფასო კონსულტაციაზე, სადაც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.

თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა  პარასკევი, აუცილებელია  წინასწარი ჩაწერა  ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა