განმეორებითი თრომბოზი

კითხვა: წავიკითხე რომ სადღაც კეთდება ანალიზი მოსალოდნელია თუ არა ადამიანს გაუმეორდეს თრომბი, მართალია თუ არა და სად კეთდება?
პასუხი:

მოგესალმებით! თრომბის წარმოქმნა სისხლძარღვებში ერთ შეხედვით უვნებელი მდგომარეობაა, მაგრამ რეალურად მათ სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ. დაწყებული იშემიური ინსულტით, გულის ინფარქტით და ფილტვების ემბოლიზმით დამთავრებული.

სისხლის შედედების პრობლემები ზოგჯერ უსიმპტომოა და ადამიანს უჭირს მასზე წინასწარი რეაგირება. მაგ. ინსულტის შემთხვევაში ხშირად საკმაოდ მოულოდნელად ვითარდება, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლებელია სიმპტომების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება.
თრომბის წარმოქმნაში მონაწილე მთავარი ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს სისხლძარღვის კედლის დაზიანება, სისხლის შესქელება და სისხლის ნაკადის მოძრაობის შენელება. ჩამოთვლილი სამი ფაქტორი ვირხოვის ტრიადის სახელწოდებით არის ცნობილი. ვენები შესაძლოა დაზიანდეს ქირურგიული ჩარევისას, სამედიცინო პრეპარატების ინექციისას (ინტრავენური ინექციები და წვეთოვანი გადასხმები). სათანადო მკურნალობის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზი პროგრესირებს, ინტენსიურად წარმოქმნილი თრომბები უფრო და უფრო მეტად აზიანებს ვენების კედლებს. ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების ალბათობა დიდია ონკოლოგიური დაავადებების დროს, თამბაქოს მწეველებში, ორალური ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენებისას. თითოეული ეს ფაქტორი ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას. ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს პოსტოპერაციულ პერიოდშიც, მაგალითად, საკეისრო კვეთის ან სხვა რომელიმე გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ. ასაკთან ერთად თრომბოზის განვითარების რისკი იმატებს. თრომბოზის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის აგრეთვე ხანგრძლივი იმობილიზაცია (წოლითი რეჟიმი), ვინაიდან ამ დროს მცირდება ვენური ნაკადის სიჩქარე, კუნთები სათანადოდ ვერ იკუმშება და ყოველივე ამის გამო გულისაკენ სისხლის გადაადგილება რამდენადმე ფერხდება. მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ის პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, რომლებიც მიზეზთა გამო ვერ მოძრაობენ, ვერ გადაადგილდებიან და საწოლს დიდი ხნით არიან მიჯაჭვულნი. ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა განუვითარდეთ ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებსაც, რომლებიც დიდხანს დგანან ფეხზე ან სხედან სკამზე (პროფესიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ ხანგრძლივი ფრენა, ავტომანქანის მართვა და სხვა).
დაავადებისგან თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს პრევენცია . პროფილაქტიკის მიზნით კი სასურველია გულისყურით მოეკიდოთ გამომწვევ მიზეზებს , აკონტროლოთ ქოლესტერინის დონე , სისხლის საერთო ანალიზი . სხვა დამატებითი რჩევების მისაღებად თქვენი მდგომარეობის მიხედვით , გთხოვთ , მიმართოთ სპეციალისტს. დაინტერესების შემთხვევაში მომართეთ კლინიკას .გვაქვს ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები ორშაბათი და სამშაბათი.პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ნომერზე – 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ ენდობით კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა