მოგესალმებით, დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან. კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება. შესაძლებელია , სტენოკარდიული შეტევაც იწვევდეს დაბუჟების შეგრძნებას მარცხენა ხელში. ზოგჯერ ამას თან სდევს სხვა კლინიკური სიმპტომებიც. თავის მხრივ, კისრის ოსტეოქონდროზის დროს ხელების ტკივილი და დაბუჟება შესაძლოა სტენოკარდიას ჰგავდეს. მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზისა თუ ნერვზე ზეწოლის. დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს, საჭიროების შემთხვევაში , ნევროლოგი გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტებთან.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!
კითხვა: გამარჯობა.სადღაც ერთი თვე იქნება რაც მარცხენა ხელის თითები ნეკას გარდა მიბუჟდება და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: