კითხვა: გამარჯობა,ვარ 47 წლის,2 წელია რაც საშინლად ვხვრინავ,ექიმსაც მივმართე ,საშველი არ არსებობსო,იქნებ მირჩიოთ რამე ვის მივმართო და მქონდეს თუ არა იმედი რომ მეშველება?
პასუხი:

მოგესალმებით,
ძილის აპნოე არის ძილის დროს უნებლიედ სუნთქვის გაჩერება, რომელიც განპირობებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციით. ძილის აპნოეს ახასიათებს ხმაურიანი სუნთქვა, ღამით სუნთქვის გაჩერება რამდენიმე წამით და კვლავ სპონტანურად აღდგენა, ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდები, პირის სიმშრალე, დილით თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ძილიანობა დღის განმავლობაში.
რეკომენდებულია:
● წონაში დაკლება, რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას;
● რეგულარული ვარჯიში, უპირატესობა ენიჭება სიარულს ;
● რეკომენდებულია მუცელზე ან გვერდზე ძილი - ძილის ეს პოზა ამცირებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარებას;
● თამბაქოს აკრძალვა - მისი მოხმარება კიდევ უფრო აძლიერებს ძილის აპნოეს;
● ძილის წინ არ მიიღოთ ალკოჰოლი ან სედაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, რადგან ეს აძლიერებს სასუნთქი კუნთების მოდუნებას და აუარესებს მდგომარეობას .
აპნოეს გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი ადენოიდების შეშუპებაა, რომლის დროსაც რეკომენდებულია ადენოტომია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, უშუალო ვიზიტისას ჩაგიტარდებათ ცხვირის ღრუსა და წიაღების დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ დამატებითი გამოკვლევები, ამის შემდეგ კი ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმი, აუცილებლად დაგეხმარებათ პრობლემის დაძლევაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშრიდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა