კოლიტი

კითხვა: მოგესალმებით,მაქვს კოლიტი ვიმკურნალე კიდეც მაგრამ უშედეგოდ,იქნებ მირჩიოთ რაიმე წამალი რომელიც ცოტათი მაინც მომიწესრიგებს,საშვალება არმაქ ექიმთან რო მივიდე და იქნებ ასე დამეხმაროთ,
პასუხი:

მოგესალმებით,
კოლიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთება. იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. კოლიტი ვითარდება მსხვილ ნაწლავში ინფექციის მოხვედრისას, ლორწოვან გარსზე და ნერვულ რეცეპტორებზე ტოქსინების მოქმედების შედეგად. დაავადების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის მდგომარეობას, რადგან იმუნური დარღვევები, დაავადებული კუჭი, პანკრეასი და ღვიძლი, დისბაქტერიოზი ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ანთებას.
პათოლოგიური პროცესი ძირითადად ლორწოვანი გარსით ისაზღვრება და არ იწვევს ნაწლავის უფრო ღრმა მორფოლოგიურ დაზიანებას.
მნიშვნელოვანია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვალიფიციური გამოკვლევა და კოლიტის მიზეზების დადგენა,მათ შორის კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური კვლევები.
გვესმის თქვენი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ დისტანციურად პრეპარატებსა და მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაპროფესიულია და შესაძლოა ასე დიდი ზიანი მოგაყენოთ , უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, სრული გასტროსკოპიული კვლევა 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად.
აქციის ფარგლებში ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა