ნაღველკენჭოვანი დაავადება

კითხვა: გამარჯობა, დედაჩემს აქვს ხოლმე მაღალი წნევები ისე რომ ვერც გრძნობს, ჩვეულებრივად არის და გადაიზომავს 180 აქ ან 200 იც ქონია, ღამით ჭამას ვერ ინელებს მთელი ღამე ამოსდის ნახველივით და ბოლოს გულს სანამ არ აირევს ვერ მშვიდდება, აქვს ასევე ნაღველში ქვები და შესაძლებელია ამის ბრალი იყოს? და მაინტერესებს რამდენად საშიშია ნაღველში ქვები?
პასუხი:

მოგესალმებით,
ნაღვლის ბუშტი - ეს მცირე ზომის ტომსიკაა, რომელიც ღვიძლზეა მიმაგრებული. მასში გროვდება ნაღველი - რთული შემადგენლობის ხსნარი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების დასაშლელად.
გარდა ამისა, ნაღველი პასუხისმგებელია ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებაზე. თუ ნაღველი შეგუბდა ან მისი შემადგენლობა შეიცვალა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციობა ფერხდება და მის სადინრებში ქვები ჩნდება, რომლის დროსაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ნელდება.
ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების არსებობამ (ქოლედოქოლითიაზი) შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები, რომელიც ყოველთვის საჭიროებს სათანადო მკურნალობას.
მიმოწერის რეჟიმში, რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა შესაძლოა ჰიპერტენზიას და გულისრევას, სწორედ ნაღველკენჭოვანი დაავადება განაპირობებდეს.
არსებობს მკურნალობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, ძირითადად ინტერვენციული (ქირურგიული) და თერაპიული მეთოდები. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს, რომელიც განსაზღვრავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ კლინიკის აქციის ფარგლებში სპეციალისტთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია პაციენტი ჩაეწეროს წინასწარ, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა