ანტისხეულები, ალერგია - ალერგოლოგია

კითხვა: სისხლში აღმომაჩნდა ანტისხეულები 1000ზე მეტი.მაქვს ალერგია თითქმის 1 წელია, 2დღეში ერთხელ ვსვავ ალერტეკს.მაქვს ჩიყვი, ორივე მხარეს 3 კვანძი, არა საოპერაციო,ვსვავ ეუთიროქს და სელენ200ს.ვიყავი ალერგოლოგთან,თანხის უქონლობის გამოაანალიზები ბოლომდე ვერ ჩავიტარე რისგან შეიძლება იყოს ალერგიადა რა გავაკეთო? როგორ ვებრძოლო ანტისხეულებს?
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ანტისხეულები, იგივე იმუნოგლობულინები არიან დამცავი ცილები პლაზმაში. ისინი წარმოიქმნებიან ანტიგენებიდან. აგლუტინები ერთმანეთთან აკავშირებენ ბაქტერიებსა და ვირუსებს, ხოლო ლიზინები ანეიტრალებენ მათ, გარე მემბრანის დაშლის გზით.
ასევე წარმოიქმნებიან ლიმფოციტების მიერ, რათა ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ანტიგენებს გაუწიონ წინააღმდეგობა. ისინი ანეიტრალებენ ტოქსინებს.
ანალიზის ჩატარების ჩვენებაა გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ან ჰორმონული გამოკვლევების საფუძველზე ფუნქციის სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენა, რაც თქვენს შემთხვევაშიც ასეა.
ამიტომ გარკვეული პერიოდულობით საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის მონიტორინგი.
რაც შეეხება ალერგიას, აღნიშნული დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების ალერგიის სახით.
ალერგიის გამომწვევ მიზეზთა შორის გასათვალისწინებელია საკვებ პროდუქტებზე ალერგია.
რესპირატორული ალერგია კი, შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით – აეროალერ გენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები.
თქვენს შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გამომწვევი, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თუმცა აუცილებელია დროული და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა