მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს სხეულის ალერგიული რეაქცია გარე გამაღიზიანებელზე და ყოფით ქიმიურ საშუალებებზე, ( საპონი, შამპუნი, შხაპის გელი ) რითაც გამოწვეულია თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომები. ალერგიულ დაავადებებს იმუნოლოგიური ბუნება აქვთ - ისინი გამოწვეულია იმუნური პასუხის რეგულაციის დარღვევებით. განსხვავებით ნორმალური იმუნური პასუხისაგან, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმის მხრიდან მისთვის უცხო, პოტენციურად საშიშ ნივთიერებასთან კონტაქტის დროს, იმუნური პასუხი, რომელიც თან ახლავს ალერგიულ რეაქციებს, ყალიბდება უსაფრთხო გარემო სუბსტანციებთან კონტაქტის ფონზე, მაგრამ უმოკლეს დროში თუ არ აღმოფხვერით ეს პრობლემა, შეიძლება გახდეს არამარტო რინოკონიუქტივიტის, არამედ ბრონქოსპაზმისა და ჭინჭრის ციების მიზეზი.
სწორედ ამიტომ, გირჩევთ მიმართოთ ალერგოლოგს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ალერგოლოგ თინა მურადაშვილთან, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. ბანაობის შემდეგ გულ-მკერდის არეში მიჩნდება გამონაყარიი (კოღოს ნაკბენივით) და მექავებაა. 15-20 წუთშიი თავისით ქრება. რა შეიძლებააა იყოს?
პასუხი: