ვიზიტი ალერგოლოგთან - ალერგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, დაახლოებით 4 წელია მაქვს ქავილი მთელ სხეულზე მემჩნევა ჭინჭრის ნასუსხივით ხელის უხეში შეხებაც აისახება ჩემს კანზე , ცოტა ხანში ისევ ქრება . ყველა სეზონზე ესე ვარ არ აქვს მნიშვნელობა მთელი წელია რა შეიძლება იყოს ? მაქვს სისხლის საერთო ანალიზი გაკეთებული მითხრეს ლეიკოციტები გაქვს აწეული და ნეიტროფილებიცო ასევე , მონოციტები , ეოზინოფილები და ბაზოფილებიზ მაქვს ნორმაზე მაღალი
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, კანი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ამიტომ ვფიქრობთ, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია.
დასაზუსტებელია, ხომ არ გაქვთ გამოხატული შემდეგი სიმპტომები:

  • კანის სიწითლე;
  • შეშუპება;
  • ქავილი;
  • თავის ტკივილი;
  • ზოგადი სისუსტე და ა.შ.

ჭინჭრის ციება უფრო ხშირად ალერგიული ბუნებისაა, ქრონიკული, მორეციდივე ფორმის შემთხვევაში კი კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა აუცილებელია, დაზუსტდეს დიაგნოზი, გამოირიცხოს ან დადასტურდეს ალერგია. რაც მიმოწერის რეჟიმში შეუძლებელია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ალერგოლოგ თინა მურადაშვილთან, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.


სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა