მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, თქვენი მონათხრობით მიხედვით თუ ვიმსჯელებთ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ალერგიულ ფონს.
ალერგიულ დაავადებს იმუნოლოგიური ბუნება აქვთ - ისინი გამოწვეულია იმუნური პასუხის რეგულაციის დარღვევებით. იმუნური პასუხი, რომელიც თან ახლავს ალერგიულ რეაქციებს, ყალიბდება უსაფრთხო გარემო სუბსტანციებთან კონტაქტის ფონზე. თუ დროულად არ აღმოიფხვრება პრობლემა, შესაძლოა იგი გადაიზარდოს ბრონქოსპაზმსა და ჭინჭრის ციებაში.
უნდა დადგინდეს, თქვენს შემთხვევაში რა იწვევს ჭინჭრის ციებას, ამის შემდეგ კი, შესაძლოა ვილაპარაკოთ დადებით შედეგზე, რადგან გამომწვევი მიზეზის დადგენა პაციენტების მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/45
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !