კითხვა: გამარჯობა,ჩემს დას გადაუცდა მენსტრუაცია 3 თვეა არ მოსვლია ტკივილები აქვს თითქოს უნდა მოუვიდეს,არ არის გათხოვილი.გთხოვთ მიპასუხოთ.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება.
სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.
არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი, როგორც თქვენ გვიხსნით, თქვენი დის შემთხვევაში საქმე გვაქვს ამენორეასთან, რომელიც არის მენსტრუაციის არ ქონა - ერთი ან მეტი მენსტრუალური პერიოდის გამოტოვება.
ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი. ამენორეის ბუნებრივი მიზეზები ნორმალური ცხოვრების პირობებში, შესაძლოა იყოს: დაბალი წონა, ზედმეტი ვარჯიში, სტრესი, ნაადრევი მენოპაუზა, რეპროდუქციულ ორგანოებთან ან ჰორმონების მარეგულირებელ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.
ამენორეის გამომწვევი მიზეზის მიხედვით უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, ამისთვის კი აუცილებელია, პაციენტმა განახორციელოს ვიზიტი გინეკოლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 
კვლევების ჩატარების შემდეგ, შეფასდება თქვენი დის მდგომარეობა ობიექტურად, დაისმება ზუსტი დიაგნოზი და შეერჩევა ინდივიდუალური მკურნალობა.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა