აპოპლექსია - გინეკოლოგია

კითხვა: ქორიონული გონადოდტროპინი მაღალი ქონდა ,ოპერაციაზე კი აპოპლექსია იკო. შესაძლებელია აპოპლექსიის დროს HCG. იყოს მაღალი? გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
აპოპლექსია წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიას. ეს არის ფარული, მწვავე სისხლდენა საკვერცხეში, რომლის განვითარების დროსაც მოსალოდნელია სახიფათო შედეგები.
აპოპლექსიის ტიპები განსხვავდება:

  • თვისებებით;
  • კლინიკური სურათით;
  • ფორმით;
  • კლასიფიკაციით;
  • ხარისხით.

შესაბამისად განსხვავებულია კლინიკური სურათიც.
თუ აპოპლექსიის დროს HCG - ქორიონული გონადოტროპინი მაღალი იყო, შესაძლოა თავად აპოპლექსიის გამომწვევი ყოფილიყო – საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა) .
უმჯობესია, გამომწვევ მიზეზებსა და თქვენთვის საინტერესო დეტალებზე ინფორმაციის მოწოდება სთხოვოთ უშუალოდ თქვენს გინეკოლოგს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა