ციფრული, ხელოვნური ინტელექტის მქონე 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ,,ახალ სიცოცხლეში’’

ციფრული, ხელოვნური ინტელექტის მქონე 3 ტესლა სიმძლავრის  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ,,ახალ სიცოცხლეში’’

SIEMENS MAGNETOM VIDA - 3 ტესლა სიმძლავრის, ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი კლინიკა “ახალ სიცოცხლეში“!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე’’ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ.

მოსახლეობას ეძლევა საშუალება ჩაიტაროს ორგანიზმის ღრმა დიაგნოსტიკური კვლევა გერმანული კომპანია Siemens-ის ციფრულ, ხელოვნური იქნტელექტის მქონე,3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე (MagnetomVida 3T)!

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის უპირატესობები და ტექნიკური მახასიათებლები წინამორბედ და ამავე თაობის აპარატებთან შედარებით

  • Magnetom Vida აერთიანებს BioMatrix ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის ინტელექტუალურ პერსონალიზაციას.

  • HyperBand ამცირებს სკანირების საერთო დროს. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მომგებიანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ უმოძრაოდ გაჩერება;

  • Compressed Sensing: არის ხილვადობის ინოვაციური ტექნიკა, რომელიც რევოლუციას ახდენს სამედიცინო ვიზუალიზაციის სფეროში;

  • GOBrain: Magnetom Vida 3T აერთიანებს GOBrain აპლიკაციას, რომელიც იძლევა ტვინის ყოვლისმომცველი ნევროლოგიური გამოკვლევის საშუალებას სულ რაღაც ხუთ წუთში;

  • Quiet Suite ტექნოლოგია მიზნად ისახავს აკუსტიკური ხმაურის შემცირებას მრტ სკანირების დროს. იგი იყენებს ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიღწევების ერთობლიობას;

  • Free-Breathing imaging ამცირებს მოძრაობის არტეფაქტებს და აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს;

  • Magnetom Vida 3T მოიცავს Native Direct MR ართროგრაფიას, რომელიც იძლევა საშუალებას დამატებითი კონტრასტული აგენტების საჭიროების გარეშე მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება. ის განსაკუთრებით ღირებულია მყესებისა და ხრტილების დაზიანებების შესაფასებლად;

  •  TimTX TrueForm: ტექნოლოგია აძლიერებს გამოსახულების ხარისხს და ამცირებს არტეფაქტებს, განსაკუთრებით რთულ კლინიკურ შემთხვევებში, როგორიცაა მძიმე წონიანი პაციენტები ან სხეულის კონკრეტული რთულად მისადგომი რეგიონები;

  • ფუნქციური მრტ (fMRI): გამოიყენება ტვინის ფუნქციების შესასწავლად. ადგენს სისხლში ოქსიგენაციის ცვლილებებს ტვინის აქტივობის შესამოწმებლად;

  •  Cardiac MRI: გულის მრტ საშუალებას იძლევა შეფასდეს გულის სტრუქტურა და ფუნქცია. იგი გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას გულის ზომების, სისხლის ნაკადის და მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ.

Siemens Magnetom Vida 3T MRI სისტემა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც ადგენს ახალ სტანდარტებს გამოსახულების ხარისხისა და დიაგნოსტიკური სიზუსტისთვის.

3 ტესლა მრტ თავისი მძლავრი  და ინოვაციური Tim 4G არქიტექტურით იღებს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც რადიოლოგებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ უმცირესი ზომის ანატომიური სტრუქტურებიც კი, რაც ზუსტი დიაგნოზის გარანტიაა.

 

პერსონალიზებული მიდგომა უმაღლესი შედეგებისთვის:

Siemens Magnetom Vida 3T MRI სისტემის BioMatrix ტექნოლოგია პერსონალიზაციას სრულიად ახალ დონეზე აყენებს. ის ავტომატურად ადაპტირდება პაციენტების ანატომიურ თავისებურებასთან, ინდივიდუალური სკანირების პარამეტრების საშუალებით. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ და ეფექტურ გარჩევადობას, რაც საბოლოო ჯამში უფრო სწრაფად გვაძლევს დიაგნოზს და პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმის შემუშავების შესაძლებლობას .

ეს ინოვაციური ფუნქცია მიესადაგება  თითოეული პაციენტის უნიკალურ ანატომიას, ოპტიმიზაციას უკეთებს გამოსახულების ხარისხს და ამცირებს სკანირების დროს.



პაციენტის კომფორტი, როგორც პრიორიტეტი:

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება პაციენტების გარკვეული ნაწილისთვის შესაძლოა, უსიამოვნო გამოცდილება იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავირჩიეთ Siemens Magnetom Vida 3T MRI სისტემა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს პაციენტის კომფორტს გამოსახულების ხარისხის კლების გარეშე. მისი მოკლე და მსუბუქი BioMatrix და უფრო მეტად ჰაეროვანი Contour ქოილები უზრუნველყოფს კვლევის კომფორტულად ჩატარებას, რაც ხელს უწყობს პაციენტის სიმშვიდეს კვლევის პროცესში.

სისტემა აღჭურვილია Quiet Suite  ტექნოლოგიით, რომელიც კვლევისას ამცირებს ხმაურის დონეს და ქმნის მშვიდ გარემოს.

 

 

სპექტროსკოპია - ადრეული და  ზუსტი დიაგნოსტირების გარანტი.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი აღჭურვილია სპექტროსკოპიის ფუნქციით (MRS), რომელიც სხვადასხვა მეტაბოლიტების მიერ წარმოქმნილი სიგნალის ანალიზით ადგენს ქსოვილების ქიმიურ შემადგენლობას. ის გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას ქსოვილების მეტაბოლიზმის შესახებ. ძირითადად გამოიყენება ნეირორადიოლოგიასა და სიმსივნეების შეფასებაში.

სპექტროსკოპიის შედეგად, ანატომიური პათოლოგიის  გარდა შესაძლებელია  ფუნქციური ცვლილებების აღმოჩენა, რომლის საშუალებითაც  პათოლოგიის ჩამოყალიბებამდე, უჯრედულ დონეზე  მიმდინარე ცვფლილებების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი. დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებას კი,  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ გისურვებთ ჯანმრთელობას!