სიახლე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“
ნეირომიოგრაფიული კვლევა უახლესი 2023წ-ის ავსტრიული “SURPASS-EMS Biomedical” აპარატით.
ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის, შემდეგი ნოზოლოგიების დიაგნოსტიკის, დაავადების მიმდინარეობის და მკურნალობის მონიტორინგის შესაფასებლად
- ნეიროპათიები:
პოლინეიროპათია (მემკვიდრული და შეძენილი), მონონეიროპათიები(მათ შორის გვირაბული, ტრავმული), პლექსიტი, რადიკულოპათია და ა.შ;
- კუნთის მემკვიდრული და შეძენილი პათოლოგიები (პოლიმიოზიტი, მიოტონური დისტროფია, მიოპათია და ა.შ.);
- ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (მიასთენია და მიასთენიური სინდრომები);
- მოტორული ნეირონის დაავადებები (გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, სპინალური კუნთოვანი ატროფია და ა.შ).
კვლევა ტარდება ნათელი ცნობიერების მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ ინსტრუქციის ადეკვატურად შესრულება;
არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, მინიმალურად ინვაზიურია, გრძელდება დაახლოებით 40-90წთ-მდე(დამოკიდებულია კვლევის ტიპზე).
სიმპტომები:
- სისუსტე;
- დაბუჟება;
- მწველი ხასიათის ტკივილი კიდურებში;
- ძალის დაქვეითება კუნთებში;
- ატროფია კუნთების;
- გამოსახულების გაორება;
- ფტოზი;
- ყლაპვის გაძნელება;
- მეტყველების გაძნელება და ა.შ.
უკუჩვენება:
- გულის ხელოვნური რიტმის გენერატორის ე.წ პეისმეიკერის არსებობა;
- ორსულობა.
ორშაბათს - 16:00 დან 20:00 მდე
ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს - 17:00 დან 21:00 მდე
კვირას - 10:00 დან 15:00 მდე
კვლევაზე ჩასაწერად გთხოვთ, წინასწარ დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!