სპეციალური ბალონი, რომლის დახმარებითაც ბევრს ვეღარ მიირთმევთ და სასურველ წონას უბრუნდებით

სპეციალური ბალონი, რომლის დახმარებითაც ბევრს ვეღარ მიირთმევთ და სასურველ წონას უბრუნდებით

დაიკელით ჭარბი წონა თანამედროვე მეთოდით, ოპერაციის გარეშე.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ 30-წუთიან ენდოსკოპიურ პროცედურას, რომლის დახმარებითაც სასურველ წონას დაიბრუნებთ.

სპეციალური ბალონი კუჭში 6 თვით ან 1 წლიანი ვადით თავსდება, ენდოსკოპიური გზით. ბალონი ნაწილობრივ ავსებს კუჭის მოცულობას, რის გამოც შიმშილის შეგრძნება ქვეითდება. წონის კლების სხვა მეთოდებთნ შედარებით ბალონირების მთავარი უპირატესობაა ის, რომ პროცედურა ტარდება ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, პაციენტს ფაქტობრივად არ სჭირდება რაციონის კონტროლი, რადგან ზედმეტი ულუფის მიღების სურვილი თავისთავად ქრება.

ბალონირების სხვა უპირატესობებია:

  • ნაკლები ტრავმა;
  • კუჭის როგორც ორგანოს ფუნქციები არ ირღვევა, ნარჩუნდება;
  • მინიმალური გართულების რისკი, ნაკლები გვერდითი მოვლენები;
  • ფაქტობრივად არ საჭიროებს რეაბილიტაციას და იმავე ან მეორე დღეს ეწერებით ბინაზე.

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია ამერიკული კომპანია ORBERA-ს ულტრათანამედროვე ბალონებით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შედეგების მიხედვით ნომერ პირველ პროდუქციადაა მიჩნეული მსოფლიო სამედიცინო სივრცეში.

კუჭის ბალონირების შესახებ გვესაუბრება კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგი–ენდოსკოპისტი

როგორც ექიმმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ბალონის ამოღებიდან 1 წლის შემდეგ კიდევ არის შესაძლებელი ბალონირების განხორციელება, მაგრამ როგორც წესი ამის საჭიროება აღარ დგება, რადგან დაკლებული წონის მაჩვენებელი სასურველ შედეგს იძლევა.

„პროცედურამდე პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა ხდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბალონი კუჭში ენდოსკოპიური წესით თავსდება, იბერება სპეციალური სითხით შესაბამის მოცულობამდე და კუჭში რჩება რამდენიმე თვის განმავლობაში. პროცედურისას თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება, ვუნიშნავთ სპეციალურ მედიკამენტებს, რომელიც ამ ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენას ანეიტრალებს. ყველა პაციენტი ბალონირების პროცედურამდე და მის ამოღებამდე გადის რეგულარულ კონსულტაციას  გასტროენტეროლოგთან. ბალონის ამოღების შემდეგ პაციენტს ევალება მხოლოდ ის, რომ ხელი მიჰყოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, დაიცვას სწორი კვების რეჟიმი და შეინარჩუნოს თავისი ნორმალური წონა. აღსანიშნავია, რომ პაციენტი ამ ტიპის კვების რეჟიმს ბალონის დახმარებით ეჩვევა“.

დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)
 
გისურვებთ ჯანმრთელობას!