კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ ბრონქოსკოპიის ჩატარებას უახლესი, ციფრული ენდოსკოპით.

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ ბრონქოსკოპიის ჩატარებას უახლესი, ციფრული ენდოსკოპით.

იაპონური კომპანია OLYMPUS - ის ენდოსკოპიის აპარატი EVIS X1 CV 1500

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ ბრონქოსკოპიის ჩატარებას უახლესი, ციფრული ენდოსკოპით.

ციფრული, იაპონური ენდოსკოპიური აპარატი OLYMPUS EVIS X1 CV 1500, რომლის ვიდეობრონქოსკოპიც გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  •  უწვრილესი (5,8 მმ დიამეტრის) მილი, რომელსაც აქცს 3 მმ დიამეტრის არხი, რაც უზრუნველყოფს კვლევის კომფორტულად და საჭირო ჩარევების ( სანაცია, ბიოფსია, უცხო სხეულის ამოღება), უკეთესად ჩატარებას;
  • განათების ახალი სისტემა (TXI) და ფართო ფოკუსით გადიდების ტექნოლოგია;
  • NBI- უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაციის რეჟიმით კვლევა, რომელიც ეხმარება ექიმს საეჭვო, დაზიანებული კერის უკეთ დათვალიერებაში;
  • RDI- შექმნილია ღრმად მდებარე სისხლძარღვების ხილვადობის გასაუმჯობესებლად, სისხლდენის წყაროს აღმოსაჩენად;
  • მოსახერხებელია გამოსაყენებლად, ვინაიდან ბრონქოსკოპის (მილის) მოხრა შესაძლებელია ორივე მიმართულებით 120 გრადუსით.

ბრონქოსკოპია ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია, რომლის დროსაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია ბრონქებიდან უცხო სხეულის ამოღება, ტრაქეისა და ბრონქების სანაცია (გასუფთავება ლორწოდან), საეჭვო წარმონაქმნის შემთხვევაში კი ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი მორფოლოგიური ან იმუნოჰისტოქიმიური კვლევისთვის.

კვლევა ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, როდესაც პაციენტს აღენიშნება:

• გახანგრძლივებული შემაწუხებელი ხველა;
• სისხლიანი ხველა;
• სუნთქვის გაძნელება;
• ხშირი ბრონქიტი, პნევმონია, მუკოვისციდოზი;
• ეჭვი სასუნთქ სისტემაში სიმსივნური წარმონაქმნის არსებობაზე.

ბრონქოსკოპია ტარდება ხანმოკლე ი/ვ ანესთეზიით ან დაძინების გარეშეც, ადგილობრივი გაუტკივარებით. კვლევის დღეს პაციენტი უნდა იყოს უზმოდ.


პროცედურა 10 წუთი გრძელდება, ვიდეობრონქოსკოპი ცხვირის ან პირის ღრუს გავლით თავსდება ქვედა სასუნთქ გზებში.
კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში’’ კვლევას ატარებს ენდოსკოპისტი გიორგი სიჭინავა, უახლესი აპარატით, რომელსაც აქვს უწვრილესი ბრონქოსკოპი, შესაბამისად კვლევა ტარდება დისკომფორტის გარეშე.

კვლევის ჩატარება შესაძლებელია ხუთშაბათს და შაბათს წინასწარი ჩაწერით.

 

კვლევაზე ჩასაწერად გთხოვთ, წინასწარ დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25


გისურვებთ ჯანმრთელობას!