რატომ უნდა იმშობიაროთ კლინიკა "ახალ სიცოცხლეში"?

რატომ უნდა იმშობიაროთ კლინიკა

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი სასიამოვნო და ლამაზი პერიოდია, მაგრამ ასევე ძალიან საპასუხისმგებლო, რის გამოც მისი მართვა მხოლოდ გამოცდილ მეან-გინეკოლოგს უნდა ანდოს!

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" ყველა პირობაა დაცული იმისთვის, რომ მომავალმა დედიკომ თავი უსაფრთხოდ, მშვიდად იგრძნოს და ახალი სიცოცხლე, პატარა ადამიანი, ჯანმრთელი დაიბადოს.

დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე ზრუნავენ პროფესიონალი მეან–გინეკოლოგები, რომელთაც ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ.

კლინიკის სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ მშვიდ და ოჯახური ტიპის გარემოს. დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

დედათა და ჩვილთა მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, კლინიკის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გარემონტდა და განახლდა განყოფილების ინტერიერი; ყველა პალატა ორადგილიანია და აღჭურვილია სველი წერტილით, ასევე გვაქვს ერთადგილიანი ლუქს-პალატები და ინდივიდუალური ბლოკ-პალატები. 

ენდოკრინოლოგთა მეთვალყურეობის ქვეშ მზადდება ყველა კერძი - კლინიკა უზრუნველყოფს ოთხჯერად კვებას. სრული რელაქსაციისთვის ქალბატონებისთვის განკუთვნილია ვერანდიანი სამზარეულო.

აღსანიშნავია, რომ სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება ფუნქციონირებს მრავალპროფილური ცენტრის ფარგლებში, რაც ქმნის იმის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმის მიერ დროულად გადაიჭრას ნებისმიერი ის პრობლემა, რომელიც კი შეიძლება წარმოიქმნას ორსულობისა თუ მშობიარობის დროს.

კლინიკაში ორსულობისა და მშობიარობის სრულფასოვანი მართვისთვის აუცილებელი ყველა განყოფილებაა და კერძოდ:

  • ამბულატორიული დეპარტამენტი;
  • სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
  • ნეონატოლოგიური სამსახური.

კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • ორსულობის დაგეგმვა;
  • ორსულობის მართვა;
  • მშობიარობა და ახალშობილის მოვლა ერთ სივრცეში;
  • ყველა ტიპის გინეკოლოგიური ოპერაცია (ოპერაციები ტარდება როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული წესით).

ორსულობის მე-13 კვირამდე დარეგისტრირებული ორსულებისთვის განკუთვნილია მეან-გინეკოლოგის 8 უფასო კონსულტაცია და ყველა ვიზიტზე შესაბამისი კვლევები შედის, მაგალითად:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
  • სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;
  • რეზუს უარყოფითი სისხლის შემთხვევაში რეზუს ანტისხეულებზე კვლევა;
  • სკრინინგული ტესტები;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • გლუკოზის ტოლერანტობის მცირე ტესტი;
  • შარდის ცილის განსაზღვრა;
  • ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
  • რისკ-ჯგუფის ორსულებში სკრინინგული კვლევა.

კლინიკაში მოქმედებს მშობელთა სკოლა.

მშობელთა სკოლა მიზნად ისახავს მომავალი და ახალბედა მშობლების მომზადებასა და მათი ცოდნის დონის ამაღლებას რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის, ჩვილის მოვლისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.

თქვენთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს უპასუხებენ კომპეტენტური მეან–გინეკოლოგები. თითოეული გაკვეთილის მეშვეობით, ორსული ინფორმირებული და შესაბამისად, ფსიქოლოგიურად მომზადებული ხვდება მშობიარობას, მომავალი დედა კი ორსულობას!

სემინარი გამდიდრებულია თემატური ფოტო და ვიდეომასალით.

ფოტოსესია მუცლადყოფნის დროს!

ყველა წყვილს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ იხილოს შვილი მუცლადყოფნის პერიოდში. კლინიკის უახლესი, პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატის Voluson E 10-ის მეშვეობით, შესაძლებელია საშვილოსნოში მყოფი პატარა გაიცნოთ დაბადებამდე.

ექოსკოპიის აპარატის ულტრათანამედროვე რეჟიმები (2D, 3D და 4D) გვიჩვენებს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში. აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10 სამეანო კვლევაში ყველაზე განვითარებულ და დახვეწილ სისტემას წარმოადგენს.

კლინიკის ექოსკოპიის კაბინეტში ხშირად ნახავთ შვილის ხილვისგან გამოწვეულ ბედნიერების ცრემლებს. შეგიძლიათ თქვენც შეუერთდეთ ამ სასიამოვნო პროცესს! მიეცით შვილს საშუალება, რომ წლების შემდეგ დაათვალიეროს ძალიან უნიკალური კადრები და ნახოს თავისი მუცლადყოფნის პერიოდი.

ჩვილზე ზრუნვა - ნეონატოლოგიური სამსახური

კლინიკაში ჩვილთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული და ამავდროულად ულტრათანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზით აღჭურვილი მძლავრი ნეონატოლოგიური სამსახური.

სამსახურის თითოეული თანამშრომელი კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ზრუნავს იმაზე, რომ ჩვილი მარტივად და უსაფრთხოდ შეეგუოს ახალ გარემოს.

ნეონატოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ახალშობილთა პათოლოგიების მართვა, მონიტორინგი და მკურნალობა ქვეყანაში მოქმედი ეროვნული პროტოკოლების, გაიდლაინებისა და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ დღენაკლული პატარებისთვის განკუთვნილი პალატები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ინკუბატორებით.

კლინიკაში დედა სწავლობს ყველა საჭირო ინფორმაციას ლაქტაციაზე - ძუძუთი კვების შესახებ სასარგებლო ინფორმაცია კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალბედა დედისთვის. ამასთან, მელოგინე დედას სათანადო ინფორმაციას აწვდიან ახალშობილის მოვლის, ჰიგიენის შესახებ.

დადექით აღრიცხვაზე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, დაესწარით მშობელთა სკოლის გაკვეთილებს, იმშობიარეთ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი და ოჯახური გარემო.

გისურვებთ ჯანმრთელობას!