მამოლოგის უფასო კონსულტაცია და 2D მამოგრაფია მხოლოდ 85 ლარად

მამოლოგის უფასო კონსულტაცია და 2D მამოგრაფია მხოლოდ 85 ლარად

მამოლოგის უფასო კონსულტაცია და 2D მამოგრაფია მხოლოდ 85 ლარად

აქციის ღირებულება 135 ლარის ნაცვლად მხოლოდ 85 ლარია!

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აქციის ფარგლებში გთავაზობთ:

  • მამოლოგის უფასო კონსულტაციას;
  • 2D მამოგრაფიას.

კვლევა წარმოებს ულტრათანამედროვე, საქართველოში ექსკლუზიური ფუნქციის მქონე მამოგრაფზე Planmed Clarity. ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა. ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფი ხედავს ისეთ სტრუქტურებს, რომელიც არ ჩანს სხვა მამოგრაფზე.

აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიას ჩაიტარებთ 50%–იანი ფასდაკლებით. ექოსკოპიური კვლევებისთვის განკუთვნილია უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10.

აქცია ძალაშია სამშაბათს და პარასკევს ! 


გაეცანით კლინიკა “ახალი სიცოცხლის“ სრულ მამოლოგიური მომსახურებას

  • მამოლოგის კონსულტაცია;
  • მამოგრაფია;
  • სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტირება.

მამოლოგის კონსულტაცია

  1. პაციენტის ობიექტური კლინიკური სტატუსის შედგენა ვერბალური კომუნიკაციის, მანუალური გასინჯვის და ინდივიდუალურად შერჩეული კვლევების საფუძველზე.
  2. დიაგნოსტირება და მკურნალობა  როგორც  მედიკამენტური, ასევე  ქირურგიული მეთოდებით.

მამოგრაფია

  • კლინიკა „ახალი სიცოცხლე“  აღჭურვილია ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფით;
  • კვლევა წარმოებს ულტრატანამედროვე, საქართველოში ექსკლუზიური ფუნქციის მქონე მამოგრაფზე  -   Planmed Clarity 3D;
  • ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა;
  • ვიზუალიზდება ისეთი შემთხვევები, რომლებიც არ ჩანს სტანდარტული მამოგრაფიული კვლევის რეჟიმში;
  • ხერხდება სარძევე ჯირკვლის ანატომიური სტრუქტურის სრული კომპოზიციის აღქმა;
  • შესაძლებელია  1მმ სისქის ჭრილში, სხვადასხვა გრადუსიანი კუთხით საშუალოდ 50 კადრის გამოსახვა;
  • შესაძლებელია 2მმ-მდე წარმონაქმნის აღქმა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიებზე ძუძუს კიბოს გამოვლენას. 0, I სტადიიდან.

სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტირება

  • ძუძუს ქსოვილის კომპოზიციური და დიფერენცირებული შეფასება, ულტრამაღალი სიხშირის ბგერებით. ეს არის უსაფრთხო  ნებისმიერი ასაკის და მდგომარეობის(ორსულობა) დროს.

  • ძუძუს დიფერენცირებული ქსოვილების ციტოლოგიური და ქსოვილოვანი ტიპის ბიოფსიური კვლევა - დამიზნებითი(სტერეოტაქტიკული) ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით: კანის სიმსივნის ბიოფსია, რბილი ქსოვილის სიმსივნის ბიოფსია, გარეგანი ლოკალიზაციის ლ/კვანძის ბიოფსია;

პროფილური (სპეციფიკური) ლაბორატორიული კვლევები:

ონკოსახეობრივი:

  • უჯრედული(ციტოლოგია);
  • ქსოვილური(ჰისტომორფოლოგია);
  • მოლეკულური(იმუნოჰისტოქიმია).

რეპროდუქციული პროფილის: პროლაქტინი, ესტროგენი, პროგესტერონი და სხვა. (არასპეციფიკური) თანმხლები ნოზოლოგიური საფუძვლის კვლევები;

  • მიზნობრივი პუნქციური ასპირაცია:  პოსტოპერაციული მდგომარეობის და სხვა პათოლოგიური - თხევადი სისტემური უბნების კვლევის მიზნით.
  • ქირურგიული შეხვევა - ნაოპერაციევი არის რევიზია, დამუშავება და შინ მოვლის ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემა.

კონსულტაციას აწარმოებს მამოლოგი, რბილი ქსოვილების ონკოლოგი ბესიკ აბშილავა, რადიოლოგიური სამსახური, ექიმი რადიოლოგი, გენრიეტა გვასალია და ნინო ნუგზარიშვილი.

ჩვენი კლინიკა ნებისმიერ დროს გაგიწევთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. წინასწარი ჩაწერისათვის,  გთხოვთ  დაგვიკავშირდეთ ნომერზე:  +995 577 059 900 ან 032 2 12 25 25

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ