ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ მიმართა 44 წლის პაციენტმა.
მან კლინიკის აქციის ფარგლებში, ამბულატორიულად, ჩაიტარა მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ულტრათანამედროვე, 160–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion Lightning SP.
პაციენტი მუდმივად უჩიოდა ტკივილს მარჯვენა თეძოს ფოსოში, ასევე ჰქონდა ყრუ ტკივილი და დისკომფორტი ჭიპის გარშემო და წელის მიდამოში.
როგორც კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ რადიოლოგმა გიორგი ფიფიამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პაციენტს ანამნეზში არ აღენიშნებოდა რაიმე ტიპის ოპერაციული ჩარევა ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანება.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის 160–შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია კვლევის ობიექტის შეფასება 3D გამოსახულების რეჟიმში, დეტალურად.
რადიოლოგის განმარტებით, მარჯვნივ, სუკის კუნთის მიმდებარედ, წვრილი ნაწლავის გასწვრივ დაფიქსირდა უცხო სხეული, რომელიც ძალიან ჰგავდა ხრახნს.
კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ქირურგ ჯაბა ბაბაევის კონსულტაციის შემდეგ დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა.
„გამოხატული იყო ნაწილობრივი გაუვალობის სურათი. პაციენტი სათანადო მომზადების შემდეგ გადავიყვანეთ საოპერაციოში. ოპერაცია დავიწყეთ ლაპაროსკოპიული მეთოდით. აღნიშნულ მიდამოში დიდი ბადექონი მიხორცებული იყო მუცლის წინა კედელზე, სადაც ჩაჭედილი იყო წვრილი ნაწლავის მარყუჟი და რომელიც ნაწლავის გამავლობის დარღვევას იწვევდა. დიდ ბადექონში კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოჩნდა მაღალი სიმკვრივის ნივთი. ნაწლავის მარყუჟი ჩამოვხსენით და გავათავისუფლეთ შეხორცებისგან. კედლები ანთებადი იყო, თუმცა მთლიანობა არ იყო დარღვეული. ერთ ადგილზე აღენიშნებოდა ფიბრინის ნადები, სადაც დაედო ზეტისებური ნაკერი. აღნიშნული მეტალი ამოვიღეთ ბადექონთან ერთად. ოპერაციამ ჩაიარა გართულებების გარეშე“, – აცხადებს ბატონი ჯაბა.
აღსანიშნავია, რომ პაციენტი მესამე დღეს ეწერება ბინაზე, ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით.
რომ არა კლინიკის რადიოლოგისა და ქირურგის დროული რეაგირება, უცხო სხეულის გამო შესაძლოა დარღვეულიყო სხვა ორგანოს მთლიანობა და განვითარებულიყო პერიტონიტი.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.
გისურვებთ ჯანმრთელობას!