დღეს თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა ჭარბი წონაა.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს თუ რა დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას სიმსუქნე და რომ ზედმეტი წონა მხოლოდ ვიზუალური, კოსმეტიკური პრობლემა არაა. ამასთან, სპეციალისტის გარეშე, თვითნებურად დიეტის დაცვა უშედეგო და ხშირ შემთხვევაში საზიანოა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ჭარბ წონას ლაპაროსკოპიული, უსისხლო ოპერაციით ამარცხებენ. კლინიკაში წლებია წარმატებით ხორციელდება სლივ–გასტრექტომიის ოპერაცია და ბარიატრიული ქირურგების მიერ მიღწეული შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია.
გადავწყვიტეთ იმ უამრავ პაციენტს შორის, რომელმაც კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეშვეობით 40 კილოგრამზე მეტი დაიკლო, ერთ–ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მოგითხროთ.
ცხოვრება სლივ–გასტრექტომიამდე და სლივ–გასტრექტომიის შემდეგ
დიახ, მისი ცხოვრება შეგვიძლია ასე დავყოთ, რადგან ოპერაციამ და ჭარბი წონის დამარცხებამ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა, დღეს ბედნიერია და აქტიური ცხოვრების წესს მისდევს. ადრე კი ჭარბი მასის გამო უჭირდა მოძრაობა, იტანჯებოდა ქოშინით, ადვილად იღლებოდა – სიმსუქნე მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახებოდა.
როცა მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა მიმართა სხვადასხვა კლინიკას, თუმცა უშედეგოდ, რადგან სასურველ შედეგს ვერ აღწევდა.
პაციენტის წონა ოპერაციამდე და სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი
„ახალ სიცოცხლეში“ პირველი ვიზიტისას ის 200 კილოგრამს იწონიდა.
მულტიპროფილურ კლინიკაში ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისთვის ყველა პირობაა დაცული (ყველა სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი).
მან გაიარა ენდოკრინოლოგისა და ბარიატრიული ქირურგის კონსულტაცია, მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია.
სხვადასხვა პათოლოგიის გამოსარიცხად ჩატარდა შემდეგი ტიპის კვლევები:
- გასტროსკოპია;
- დოპლეროგრაფია;
- ექოსკოპია;
- ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა;
- სრული კარდიოლოგიური კვლევა;
- სპირომეტრია.
პაციენტის ოპერაციამდე მომზადება უზრუნველყო კლინიკის ექიმთა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით:
- ქირურგი;
- კარდიოლოგი;
- ფსიქოთერაპევტი;
- თერაპევტი;
- ენდოკრინოლოგი;
- დიეტოლოგი.
კვლევებით დიაგნოსტირდა, რომ ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზი მეტაბოლური დარღვევაა.
რა არის სლივ–გასტრექტომია, რას ნიშნავს კუჭის ოპერაცია გახდომის მიზნით?
სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა (ამოკვეთა). კუჭის მოკვეთილ ნაწილთან ერთად იჭრება ის უბანიც, სადაც განლაგებულია შიმშილის რეცეპტორები (ამ უბანში გამომუშავდება ნივთიერება გრელინი).
კუჭის მოცულობის შემცირებისა და შიმშილის გამომწვევი ჰორმონის მოცილების გამო, პაციენტი ისედაც ცოტას მიირთმევს და დანაყრების შეგრძნებაც მალე ეუფლება.
ოპერაციამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე და პაციენტი მეხუთე დღეს გაეწერა ბინაზე.
ოპერაციიდან 1 თვეში დაკლებული 35 კილოგრამი
სლივ–გასტრექტომია ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი რომ არის, ეს მაგალითიც საკმარისია. ოპერაციიდან პირველივე თვეს პაციენტს ახალი სამოსის შეძენა დასჭირდა, რადგან 35 კილოგრამი დაიკლო. ზუსტად 11 თვეში კი სასწორზე მისი წონის მაჩვენებელი 200–დან 100 კილომდე შემცირდა.
ფოტოების გამოქვეყნებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა, რადგან სურს სხვებმაც გაიგონ, რომ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დახმარებით ჭარბი წონის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!