რა არის ბარიატრიული ქირურგია და რა ტიპის ოპერაციები ტარდება ჭარბი წონის კორექციისთვის კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში“?
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
ადამიანები წონის დასაკლებად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, მაგალითად, ვარჯიშს ან დიეტას, თუმცა, როცა საქმე ეხება პათოლოგიურ წონას, ამ შემთხვევაში მსგავსი მეთოდები საკმარისად ეფექტური არ არის და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ამ მხრივ მედიცინამ ბარიატრიული ქირურგია განავითარა, რომელიც ჭარბი წონის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური მიმართულებაა.
ჭარბი წონა თუ გადადის პათოლოგიურ სიმსუქნეში, ე.წ. მორბიდულ სიმსუქნეში, სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად, იზრდება სხვადასხვა
თანმხლები დაავადებების გამოვლენის შემთხვევები, მაგალითად:
- შაქრიანი დიაბეტი;
- ლიპიდური ცვლის დარღევა;
- ათეროსკლეროზი;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ღამის აპნოე.
აღნიშნული დაავადებები აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით კი უმჯობესდება პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მგომარეობა და ცხოვრების ხარისხი.
ბარიატრიულ ქირურგიაში არსებობს რესტრიქციული და მალაბსორბციული ტიპის ოპერაციები.
კუჭის ლაპარასკოპიული ვერტიკალური (sleeve) რეზექცია მიეკუთვნება რესტრიქციული ტიპის ოპერაციას, კუჭის შუნტირება - კომბინირებულს.
კუჭის ვერტიკალური რეზექცია - Laparoscopic Sleeve Gastrectomy (LSG) - უსაფრთხო და ნაკლებად რთული, მინი ინვაზიური და შეუქცევადი ოპერაციაა, რომლის დროსაც:
- მილის ფორმის კუჭი ფორმირდება;
- აღარ გამომუშავდება შიმშილის ჰორმონი - გრელინი;
- მცირდება კუჭის მოცულობის 80-85%, ასევე ერთ კვებაზე მისაღები საჭმლის რაოდენობა;
- ჭარბი წონის 60-70%-ს იკლებს პაციენტი 12-18 თვის განმავლობაში;
კუჭის შუნტირება - Laparoscopic Gastric Bypass (LGB)
კუჭის კარდიალურ ნაწილთან კუჭის გვერდის ავლით წვრილი ნაწლავის შეერთება, ტრავმული და შექცევადი ოპერაციაა, რომლის უპირატესობებია:
- პაციენტის მიერ ერთ კვებაზე მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება, ასევე მიღებული საკვების შეწოვის შემცირება;
- ჭარბი წონის 70-80%-ის კლება 12-18 თვის განმავლობაში;
- წონის კლება საშუალოდ 57%-ით ოპერაციიდან 5 წლის შემდეგ;
- პაციენტის მიერ მიღებული კალორიების მოხმარების შემცირება;
- პაციენტების 95% ოპერაციის შემდეგ განიკურნა ტიპი 2 დიაბეტისგან;
მულტიცენტრულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კუჭის ვერტიკალური რეზექცია ყველაზე მარტივი და მინი ინვაზიური პროცედურაა ნაკლები გართულებებით, თუმცა წონის კლების ეფექტური და ხანგრძლივი შედეგის მისაღწევად რეკომენდებული კუჭის შუნტირება, რომელიც ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული ბარიატრიულ ქირურგიაში.
კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში“ წლებია წარმატებით ტარდება ბარიატრიული ტიპის ოპერაციები, რომელთა შესახებაც უფრო დეტალურად კლინიკის ბარიატრიული ქირურგი, ჯაბა ბაბაევი გვესაუბრება.
- რა არის ბარიატრიული ქირურგია?
- ბარიატრიული ქირურგია არის ჭარბი წონის კორექცია ქირურგიული წესით; მეტაბოლური ქირურგია, რომელიც არ განეკუთვნება პლასტიკურ ქირურგიას. ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით შესაძლებელია წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ეფექტის მისაღებად არსებობს ორი ძირითადი მეთოდი, რომლის მისაღწევადაც სხვადასხვა ტიპის – რესტრიქციული და მალაბსორბციული – ოპერაცია კეთდება.
რესტრიქციული ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება. წონის კლების ეფექტი მიიღწევა პატარა კუჭის ხარჯზე – იგი იძულებულია მცირე რაოდენობის საკვები მიიღოს. მალაბსორბციული ტიპის ოპერაციისას კი წვრილი ნაწლავი აგვაქვს კუჭთან და ვუერთებთ მცირე მოცულობის კუჭს, რის შემდეგაც წვრილი ნაწლავის გარკვეული მონაკვეთი ითიშება საკვების მონელებისგან. ამ დროს ადამიანი საკვებს იღებს ისევ მცირე რაოდენობით, ოღონდ ამ შემთხვევაში ორგანიზმი აღარ ითვისებს მიღებულ საკვებს.
- რა ტიპის ოპერაციები ტარდება ამ მიმართულებით კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში“ და რა სხვაობაა მათ შორის?
- ჩვენს კლინიკაში ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ ტარდება როგორც კუჭის სახელოსებური რეზექცია (სლივგასტრექტომია), ასევე მალაბსორბციული ოპერაციები (მინიგასტრიკბაიპასი). არცერთი ბარიატრიული ოპერაცია არ განეკუთვნება პლასტიკური ტიპის ოპერაციას და მიმართულია პაციენტის გამოჯანმრთელებისა და გადარჩენისკენ. რესტრიქციული ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება, ამიტომ ადამიანი წონას იკლების პატარა კუჭის ხარჯზე. პაციენტი იძულებულია მიიღოს მცირე რაოდენობით საკვები. მალაბსორბციულიტიპის ოპერაციისას კი წვრილი ნაწლავის აგვაქვს კუჭთან და ვუერთებთ მცირე მოცულობის კუჭს, რის შემდეგაც წვრილი ნაწლავის გარკვეული მონაკვეთი ითიშება საკვების მონელებისგან. ამ დროს ადამიანი საკვებს იღებს ისევ მცირე რაოდენიბით, თუმცა სრულად არ აითვისებს ამ საკვებს. მალაბსორბციული ოპერაცია გასაკეთებლად მოითხოვს უფრო მეტ დროს და ტექნიკურად უფრო რთული შესასრულებელია, თუმცა ეფექტი გათვლილია გაცილებით განგრძლივ პერიოდზე, ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნული ტიპის ოპერაციებს უწევენ რეკომენდაციას, მაღალი ეფექტურობის გამო.
- როდის ხდება საჭირო წონის დასაკლებად ქირურგიული ჩარევა?
- ოპერაციასა და ოპერაციის სახეობაზე პაციენთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდი - ქირურგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, კარდიოლოგისა და ანესთეზიოლოგის შემადგენლობით. ოპერაცია კეთდება, მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის მაღალი, პაციენტს კი უკვე რამდენჯერმე აქვს ნაცადი დიეტა ან სხვადასხვა ენდოსკოპიური მიდგომა (ბალონირება,ბოტოქსი), რომლის საშუალებითაც დაიკლო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა დაკლებული წონა. BMI არის სიმაღლე შეფარდებული ცხიმთან და წონასთან, შესაბამისად, იგი ყველას სხვადასხვა აქვს. თუ პაციენტის BMI 40-ზე მეტია, ეს უკვე მორბიდული ანუ ე.წ პათოლოგიური სიმსუქნეა. ასეთ პაციენტებთან დიეტებს ნაკლებად აქვს შედეგი და წონის დასაკლებად საჭირო ხდება ორგანიზმზე უფრო მეტი ზემოქმედება. სწორედ ასეთ ეფექტს იძლევა ოპერაცია. ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, რადგან ჭარბი წონის გამო პაციენტებს უჩნდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – სახსრების ტკივილი, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ოპერაციით კი უმჯობესდება და ხანგრძლივდება პაციენტის სიცოცხლე.
- როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის?
- ხშირად პაციენტებს ამ ოპერაციის ჩატარება დაუყოვნებლივ სურთ, მაგრამ არსად მსოფლიოში მსგავსი ქირურგიული ჩარევები გადაუდებელი ჩვენებით არ ტარდება. ამისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ძირითადად პაციენტთან წინასაოპერაციოდ მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი, ენდოკრინოლოგისა და ქირურგის სახით. უპირველეს ყოვლისა, პაციენტმა ოპერაციამდე აუცილებლად უნდა დაიკლოს განსაზღვრული რაოდენობის კილოგრამები, რათა გარკვეული რისკები ავიცილოთ თავიდან. დასაკლებ კილოგრამებსა და ვადებს ინდივიდუალურად ვუდგენთ პაციენტს და ამავდროულად, ვუტარებთ გამოკვლევებს. ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ კუჭზე ეროზიები (წყლულები), რისთვისაც მკურნალობა ენიშნებათ ოპერაციამდე. თუ ყველაფერი მწყობრში არ არის, პაციენტს არ ვუკეთებთ ოპერაციას.
- რამდენ ხანში იკლებს ადამიანი წონაში და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?
- იმის გამო, რომ ეს ოპერაციები ლაპარასკოპიულად ტარდება, ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს. შესაბამისად, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ნაკლებად აწუხებს ტკივილი და ასევე ნაკლებად უჩივის სისუსტეს. უკვე მეორე დღეს დგება ფეხზე და დამოუკიდებლად გადაადგილდება, მესამე დღიდან ვიწყებთ თხიერ კვებას, 4-5 დღეში კი ეწერება სახლში. სამი კვირის შემდეგ პაციენტი იწყებს შედარებით მყარი საკვების მიღებას.
შედეგი ყველასთან ინდივიდუალურია, თუმცა სტატისტიკურად ჭარბ წონას პაციენტი ოპერაციიდან 12-16 თვეში იკლებს. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ცხოვრების სტილის შეცვლა, რადგან კუჭის ელასტიურობის გამო მისი მოცულობა ისევ იზრდება და 3-5 წელიწადში პაციენტები დაკარგული წონის 15%-ს უკან იბრუნებენ. ოპერაციის შემდეგ მათ ეძლევათ რეკომენდაციები, ფიზიკური აქტივობისა და კვების შესახებ. მაგალითად, იკრძალება საღეჭი რეზინის ღეჭვა, შავი პურისა და ზოგიერთი ხილის მირთმევა, ჭამის დროს სითხის მიღება და ა.შ. ისინი, ვინც ამ წესებს იცავენ, მუდმივად ინარჩუნებენ მიღწეულ შედეგს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!