კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ჩატარდა შეხვედრა, რომელიც სიმსუქნესთან ბრძოლის მეთოდებს ეძღვნებოდა.
ვინაიდან საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჭარბი წონა თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ შეიქმნა ჭარბწონიანთა კლუბი. კლუბში გაწევრიანებულნი არიან კლინიკის ექიმები და ჭარბწონიანი პაციენტები. კლუბი მიზნად ისახავს ჯგუფის წევრების ინფორმირებას სიმსუქნის, სიმსუქნის მიერ გამოწვეული დაავადებებისა თუ ჭარბ წონასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდის შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქირურგი ჯაბა ბაბაევი. ღონისძიებაზე დიეტისა და ჯანსაღი კვების რაციონის შესახებ ისაუბრეს კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგმა ანა კოპალეიშვილმა და უმცროსმა ექიმმა თიკო კოპალეიშვილმა. კლინიკის ქირურგ–ენდოსკოპისტმა ირაკლი პაიჭაძემ კი დამსწრე საზოგადოებას წონის კორექციის არაოპერაციულ და ეფექტურ მეთოდზე, კუჭის ბალონირების შესახებ მოუთხრო. მისი თქმით, ქირურგი პაციენტის კუჭში სპეციალურ გასაბერ ბალონს ათავსებს ენდოსკოპიურად და შემდეგ ბერავს. ბალონი კუჭს ავსებს და შედეგად ადამიანი ბევრს ვეღარ მიირთმევს, სიმაძღრის შეგრძნება ადრე ეუფლება. ქირურგი ბალონს კუჭიდან 6 თვის შემდეგ იღებს და პროცედურა ტარდება ინტრავენური ანესთეზიით.
კლინიკაში წლებია წარმატებით ხორციელდება სლივ–გასტრექტომიის ოპერაცია. დამსწრე საზოგადოებას ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯაბა ბაბაევმა სლივ–გასტრექტომიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.
„სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, რომლის დროსაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს. ეს ოპერაცია ჭარბ წონას ებრძვის და უზრუნველყოფს სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესს. ჭარბ წონასთან ბრძოლა ქირურგიული გზით საჭირო ხდება მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 35-40კგ/მ2 და ამასთანავე, პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული ისეთი პათოლოგიები როგორიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადებები, ოსტეოპოროზი, ვენური უკმარისობა, რეპროდუქციული დისფუნქციები. ოპერაციამდე პაციენტის მომზადების პროცესში ჩართულია: ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი, ფსიქოლოგი, ანესთეზიოლოგი და რასაკვირველია, ბარიატრიული და ლაპაროსკოპიული ქირურგი. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.5–2 საათია და ოპერაციის შემდეგ პაციენტი პრაქტიკულად 3-4 დღეში ეწერება სტაციონარიდან. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პოსტოპერაციულად წონის კორექციასა და კვების რეჟიმს აკონტროლებს ენდოკრინოლოგი. ოპერაციიდან დაახლოებით 4-5 თვეში მიიღწევა საბოლოო შედეგი“, – განაცხადა ბატონმა ჯაბამ.
სლივ–გასტრექტომიის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის გავლა პაციენტებს შეუძლიათ ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრის ფიტნეს ცენტრში „ავერსი ფიტნესი“. როგორც ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია კურტანიძემ შეხვედრაზე განმარტა, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ჭარბწონიანთა კლუბის წევრებს საშუალება აქვთ გამოიყენონ სპეციალური სასაჩუქრე ბარათი, რომლის საშუალებითაც ისარგებლებენ შეღავათით, გარკვეულ პროცედურებზე.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბარჯაძემ. ქალბატონი მარეხის განცხადებით, სლივ–გასტრექტომიის ოპერაციამდე, კლინიკის ჭარბწონიანთა კლუბის წევრები ისარგებლებენ ყველა საჭირო ამბულატორიული სერვისით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ პაციენტები, რომლებმაც კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ უკვე ჩაიტარეს სლივ–გასტრექტომია.
ღონისძიების ბოლოს პაციენტებმა თავად გადაწყვიტეს, რომ გაემხილათ თუ რამდენი კილო დაიკლეს. შედეგი ნამდვილად თვალსაჩინო იყო, ზოგიერთმა მათგანმა 60 კილო დაიკლო, ზოგმაც 75. როგორც პაციენტებმა შეხვედრაზე განაცხადეს, კლინიკა „ახალმა სიცოცხლემ“ მათ ცხოვრების ხალისი დაუბრუნა.
ეს კლუბის რიგით პირველი შეხვედრაა და მსგავსი აქცია კიდევ იგეგმება. ადევნეთ თვალი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ოფიციალურ ვებ გვერდსა და „ფეისბუქს“, არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი სამედიცინო სიახლეები.
შეგახსენებთ, რომ სიმსუქნე 21–ე საუკუნის ერთ–ერთი დიდი გამოწვევაა. გახსოვდეთ, რომ სიმსუქნე არაა მხოლოდ ვიზუალური ცვლილება, ზედმეტი კილო საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.
გისურვებთ ჯანმრთელობას!